ცერცვი
იერსახე
ცერცვი (ლათ. Vicia faba) — ერთწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს მთავარღერძიანი ფესვი, 100-150 სმ სიმაღლის ოთხკუთხა ღრუ ღერო, წვილფრთართული უულვაშო ფოთოლი. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერია, ნაყოფი პარკია, 2-4 თესლიანი. ველურად არ გვხვდება. ცნობილია ცერცვის 100-ზე მეტი ჯიში, რომლებიც სამეურნეო დანიშნულების მიხედვით 2 ჯგუფად იყოფა: საკვები და სასურსათო.
საკვები ცერცვი უხვად ივითარებს მწვანე მასას, წვრილთესლიანია, მდიდარია ცილით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით. იყენებენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვებად.
სასურსათო ცერცვი მსხვილნაყოფიანია, იყენებენ წვნიანი კერძების, სალათისა და სხვადასხვა საკაზმის დასამზადებლად.
ლიტერატურა
- თედორაძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 204.