სულხან ცინცაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ცინცაძე, სულხან)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

სულხან ცინცაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა ფოლკლორი
საქმიანობა კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო
აქტიური 1953–1991
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

სულხან თევდორეს ძე ცინცაძე (დ. 23 აგვისტო, 1925, გორი — გ. 15 სექტემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1961), სსრკ სახალხო არტისტი (1988). საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1949–1991), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1956–1991), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1965–1984), საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[1][2]

ბიოგრაფია

მან მუსიკალური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც თითქმის მყისიერი წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციები იყო.

ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სტალინური პრემია (1950), შოთა რუსთაველის პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).

ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად სცილდებოდა ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით (მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო, კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმებიანი კვარტეტები იყო. მან 12 სიმებიანი კვარტეტი დატოვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომპოზიტორია ფილმებისა

გადაღებულია ფილმში

ძირითადი ნამუშევრები

  • 12 სიმებიანი კვარტეტი და მინიატურა კვარტეტისთვის (1947—1991).
  • ორი ოპერა („განდეგილი“, 1972)
  • ხუთი ბალეტი („დემონი“ 1961, „Rivares“ 1982).
  • ხუთი სიმფონია (1952—1985).
  • 24 პრელუდია ჩელოსა და ორკესტრისთვის (1980) და ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1987).
  • 2 საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრის თანხლებით).
  • 2 ჩელოსა და ორკესტრის კონცერტი.
  • 2 ვიოლინოსა და ორკესტრის კონცერტი.
  • 3 ოპერეტა („აბლაბუდა“ — 1960, „სიმღერა ტყეში“ — 1967, „შვეიხი“ — 1976).
  • მრავალი ნაწარმოები კინოფილმებისთვის.

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 395, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. სულხან ცინცაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2018.
  2. სულხან ცინცაძე. conservatoire.edu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-23. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.
  3. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1961. N8. გვ. 259.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები