შინაარსზე გადასვლა

ძმერხლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძმერხლი
ფაილი:Iglitza kolhidskaya.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  თაგვისარა
სახეობა:  ძმერხლი
ლათინური სახელი
Ruscus colchicus Yeo, 1966
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ძმერხლი,[1] კოლხური თაგვისარა[2] (ლათ. Ruscus colchicus) — ორსახლიანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. დაბალი, მხოხავფესურიანი, მარადმწვანე ნახევრად ბუჩქია;[3] უკანასკნელი წყების ტოტები გარდაქმნილია ფოთლის მსგავს, დიდი ზომის, ტყავისებრ, პრიალა, მწვანე, თავწაწვეტებულ, უეკლო ფილოკლადოდიუმებად, ქვედები მოპირდაპირეა, დანარჩენი — მორიგეობითი. ნაყოფი წითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-სექტემბერში. საკმოდ ფართოდ არის გავრცელებული. იზრდება დაბლობების, მთისა და სუბალპური სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში.[4]

გავრცელებულია კავკასიის ეკორეგიონის დასავლეთ და, იშვიათად, ცენტრალურ ნაწილში. არის რეგიონის ენდემი.[4] საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, აჭარასა და ქართლში. იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში.[3][2] ნაყოფი იჭმევა.[5] აღსანიშნავია, რომ მცენარეს იმერეთში ჯმერხლი ეწოდება, რაჭასა და ლეჩხუმში — ჯილმეხი, მეგრულად — ზორმეხი, ჭანურად — ზერმეხი, ზურმეხი, სვანურად — ზგმეხ.[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ძმერხლი // ბოტანიკური ლექსიკონი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. 2.0 2.1 გურგენიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 418–419.
  3. 3.0 3.1 ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 279.
  4. 4.0 4.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 70.
  5. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 558.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ძმერხლი&oldid=126312“-დან