ძრავას ზეთი
იერსახე
ძრავას ზეთი, მოტორის ზეთი – შიგაწვის ძრავების შესაზეთად განკუთვნილი ზეთი. პრაკტიკულად ყველა ძრავას ზეთი ნავთობის გადამუშავების პროდუქტია და მხოლოდ ზოგიერთი ხარისხის საავიაციო ზეთს იღებენ სინთეზურად. ყველა ძრავას ზეთი (გარდა ზოგიერთი საავიაციო ზეთისა) შეიცავს მისართების კომპლექსს, რომელიც აუმჯობესებს მათ საექსპლუატაციო თვისებებს (რეცხვითს, ცვეთასაწინაღოს, ანტიკოროზიულსა და სხვა). ძრავას ზეთი არის სამი კლასის — ავტომობილის, დიზელის და საავიაციო. პირველ ორ კლასში შედის ავტოსატრაქტორო, თბომავლისა და გემის ძრავას ზეთები, რომლებიც სიბლანტის მიხედვით (100 °C-ზე) იყოფა 11 ჯგუფად, ხოლო საექსპლუატაციო თვისებების მიხედვით — 9 ჯგუფად. საავიაციო ზეთი 20 სხვადასხვა სახისაა.
სიბლანტის კლასიფიკაციები
დიაპაზონიანი ზეთი | მინიმალური ტემპერატურის სიბლანტე | მაქსიმალური ტემპერატურის სიბლანტე |
SAE 0W-40 | SAE 0 | SAE 40 |
SAE 10W-60 | SAE 10 | SAE 60 |
SAE 20W-60 | SAE 20 | SAE 60 |
SAE 15W-40 | SAE 15 | SAE 40 |
SAE 20W-50 | SAE 20 | SAE 50 |
რესურსები ინტერნეტში
- ძრავას ზეთების კლასიფიკაცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, (რუსული)
- ГОСТ 8581-78. ძრავას ზეთები ტრაქტორის დიზელებისთვის Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, (რუსული)
- ACEA ევროპული ზეთების კლასიფიკაცია, (ინგლისური)
- Table of SAE and ISO viscosity gradings Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, (ინგლისური)
- A PDF table of motor oil technical specifications Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, (ინგლისური)