ძუძუმწოვრები
ძუძუმწოვრები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Mammal Diversity 2011.png | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Mammalia (Linnaeus, 1758) | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს <templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებულიძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||
ძუძუმწოვრები (ლათ. Mammalia) — ცხოველების კლასი ხერხემლიანების ქვეტიპისა. მათი სხეულის სიგრძე 1,5 სმ-იდან (ფუღუ) — 33 მ-ზე მეტია (ლურჯი ვეშაპი), შესაბამისად მასა — 1,5 გ-იდან, 190 ტ აღწევს. ჩვეულებრივ წაგრძელებული სხეული აქვთ, 5-5-თითიან 4 კიდურზე დაყრდნობილი. ზოგს (ცხენებსა და სხვა) ნაკლები თითი აქვს. ხელფრთიანების კიდურები ფრთებადაა გადაქცეული, ხოლო ფარფლფეხიანებისა — ფარფლებად.
ცხოვრების ნირის შესაბამისად, ძუძუმწოვრებს თევზისებური სხეული აქვს, უკანა კიდურები არ გააჩნია. კანი ბალნით აქვთ დაფარული. ვეშაპებს, ბეჰემოთს და ზოგ სხვა ძუძუმწოვრებს ბალნიანი საფარველი მეორეულად რედუცირებული აქვს. კანის წარმონაქმნებია ბრჭყალი, ჩლიქი, ფრჩხილი, რქა, ქერცლი და სხვა. ძუძუმწოვრებს აქვთ მუშკის, თებოს, ოფლისა და სხვა ჯირკვლები. მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლები, რომელთა სეკრეტით დედა კვებავს თავის ნაშიერებს.
რიგები
ძუძუმწოვრების კლასი მოიცავს შემდეგ რიგებს:[1]
- Monotremata — ერთგასავლიანები
- Didelphimorphia — ოპოსუმისნაირნი
- Paucituberculata — ცენოლესტისნაირნი
- Microbiotheria — მიკრობიოთერიუმისნაირნი
- Notoryctemorphia — ჩანთოსანი თხუნელასნაირნი
- Dasyuromorphia — მტაცებელი ჩანთოსნები
- Peramelemorphia — ჩანთოსანი მაჩვისნაირნი
- Diprotodontia — ორმჭრელიანი ჩანთოსნები
- Tubulidentata — მილკბილები
- Sirenia — სირენები
- Afrosoricida — აფროსორიციდები
- Macroscelidea — ხტუნიასნაირნი, ან ხტუნიები
- Hyracoidea — დამანები
- Proboscidea — ხორთუმიანები
- Cingulata — ჯავშნოსნები
- Pilosa — არასრულკბილიანები
- Scandentia — ტუპაიასნაირნი
- Dermoptera — ფრთამატყლიანები
- Primates — პრიმატები
- Rodentia — მღრღნელები
- Lagomorpha — კურდღლისნაირნი
- Erinaceomorpha — ზღარბისნაირნი
- Soricomorpha — ბიგასნაირნი
- Chiroptera — ხელფრთიანები
- Pholidota — პანგოლინები
- Carnivora — მტაცებლები
- Perissodactyla — კენტჩლიქოსნები
- Artiodactyla — წყვილჩლიქოსნები
- Cetacea — ვეშაპისნაირნი
ლიტერატურა
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 282.
სქოლიო
- ↑ Mammal species of the world, 3rd edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-12. ციტირების თარიღი: 2018-05-25.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted