შინაარსზე გადასვლა

წარსული (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„წარსული“
ფაილი:The Past poster.jpg
დამდგმელი რეჟისორი ასღარ ფაჰრადი
პროდიუსერი ალექსანდრ მალე-გაი
სცენარის ავტორი ასღარ ფაჰრადი
როლებში ბერენის ბეჟო, ტაჰარ რაჰიმი და ალი მოსაფა
მუსიკა იული და ევგენი გალპერინები
ოპერატორი მაჰმუდ კალარი
მონტაჟი ჟულიეტ ველფინგი
სტუდია Memento Films
გამოსვლის თარიღი 17 მაისი 2013
ხანგრძლივობა 130 წუთი
ქვეყანა საფრანგეთი, ირანი
ენა ფრანგული, სპარსული
ბიუჯეტი $11 მლნ
შემოსავალი $6 962 992

წარსული (ფრანგ. Le Passé) — ოსკაროსანი ირანელი რეჟისორის ასღარ ფარჰადის 2013 წლის ფილმი.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის მოქმედება პარიზში ვითარდება. აჰმადი თეირანიდან პარიზში ჩადის ფრანგ მეუღლესთან, მარისთან, რათა ოთხწლიანი განშორების შემდეგ განქორწინების პროცედურა დაასრულოს. მარის მუდმივი უსიამოვნებები აქვს შვილ ლუსისთან. აჰმადი მათი ურთიერთობის დალაგებას ცდილობს. ის ამავდროულად აღმოაჩენს, რომ მარის არაბ სამირთან აქვს ურთიერთობა. სამირი დაოჯახებული ადამიანია და მისი მეუღლე კომაშია.

როლებში

ჯილდოები

ფილმს კინოკრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასებები დაუწერეს. ფილმი კანის კინოფესტივალზე იყო ნომინირებული. ბერენის ბეჟომ შესრულებული როლისთვის ამავე კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

რესურსები ინტერნეტში