წევრ-კორესპონდენტი
წევრ-კორესპონდენტი — აკადემიური წოდება. პირი, რომელიც არის სამეცნიერო საზოგადოების ან დაწესებულების, მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[1] საქართველოში წევრ-კორესპონდენტს ირჩევენ მეცნიერებათა აკადემიაში, მეცნიერული განვითარების საქმეში დიდი მიღწევებისათვის. წევრ-კორესპონდენტად კანდიდატების დასახელების და წარდგინების უფლება აქვთ სამეცნიერო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებს. შემდგომ შესაძლოა წევრ-კორესპონდენტი აირჩიონ აკადემიკოსად. საქართველოში აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს მეცნიერი — საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტით სარგებლობს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 303.
რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო განყოფილებები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted