წვიმელები
იერსახე
წვიმელები (ლათ. Haematopota) — ორფრთიანი სისხლისმწუწნელი მწერების გვარი მაწუხელების ოჯახისა. აქვთ პატარა (7 — 12 მმ) სხეული და მუქ ფონზე თეთრად დაწინწკლული ფრთები. მსოფლიოში ცნობილია 390-მდე სახეობა. საქართველოში გავრცელებულია 7 სახეობა, ისინი ბევრია მთის ტყებში. წვიმელები ცხოველების გარდა თავს ესხმიან ადამიანსაც. გადააქვთ ინფექციური დაავადებები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 312.