წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია წიფორი
იერსახე
წიფორის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ წიფორში. აგებული გარდამავალ ხანაში, VIII-IX საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით და ფიქალით თხელ დუღაბზე.
ეკლესიიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების მცირე ნაწილი. ეკლესია სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება, ცენტრში გაჭრილია არქიტრა-ვული სარკმელი. სარკმლის მარჯვენა მხარეს სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული. კონ-ქზე გადასვლა ხდებოდა ტრომპების საშუალებით. აღმოსავლეთ ფასადს ფართო ზოლად მიუყვება დიდი ზომის ფიქალის რიგი.
ლიტერატურა
- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 236