შინაარსზე გადასვლა

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ფაილი:St. George’s Victory Order.jpg
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისაქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. შემოღებულია 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად.[1]

ორდენის პირველი კავალერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ უ. ბუში, რომელსაც ჯილდო გადაეცა თბილისში სტუმრობისას, 2005 წ. 10 მაისს.[2]

აღწერა

წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენს ბოლნური ჯვრის ფორმა აქვს. არის ოქროსი, გაწყობილია მეწამული (წითელი) და თეთრი მინანქრით. ჯვრის ცენტრში გამოსახული მედალიონის მეწამულ (წითელ) მინანქარზე ამოტვიფრულია ვერცხლის წმინდა გიორგის გამოსახულება (გველეშაპის გამგმირავი მხედარი — სახელმწიფო გერბის გამოსახულება). ლენტზე დამაგრებული ორდენის საკიდი არის ფარი, რომელსაც ამშვენებს „ივერიული“ გვირგვინი (სახელმწიფო გერბის დეტალი) და ვაზის წნულის ორნამენტი. ფარის თეთრ (ვერცხლი) ველზე გამოსახულია მეწამული (წითელი) ჯვარი — წმინდა გიორგის ჰერალდიკური სიმბოლო. ლენტი არის ლივლივა თეთრი, შუაში მეწამული (წითელი) ზოლით. ორდენის თამასა თეთრია, შუაში მეწამული (წითელი) ზოლით. დიამეტრი 5,7 სმ-ია. ყელსაკიდი ორდენია.[3]

წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენის ესკიზის ავტორია მხატვარი-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.[3]

ორდენის მფლობელები

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები