შინაარსზე გადასვლა

წყაროსთავის II ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
მინიატიურა წყაროსთავის II ოთხთავიდან

წყაროსთავის II ოთხთავი ანუ სახარებასახარების ქართული ხელნაწერი, რომელიც თამარის მეფობის დროს, 1195 წელსაა გადანუსხული და შემკული მღვდელთმთავარ იოანე საფარელ-მტბევარის დაკვეთით წყაროსთავის მონასტრისათვის. ინახებოდა ჯერ გელათში, ამჟამად კი — ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში, Q ფონდში (Q 907).

ხელნაწერი (25,1x17,9 სმ) დათარიღებულია (1195 წ.). მინაწერები იხსენიებს გადამწერთ — იოვანე ფუკარალისძეს, მნათი და გიორგი სეთაისძეებს, ასევე შემკვეთს — იოანე საფარელ-მტბევარს, თამარ მეფესა და მის მეუღლეს, დავითს.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შედგება 277 ფურცლისაგან; ფურცლის ზომებია 25X18 სანტიმეტრი. ხელნაწერი შესრულებულია კლასიკური ნუსხურით. თითოეული თავის დასაწყისში მახარებლების სურათებია ჩართული. ხელნაწერს კამარები და სხვა დეკორატიული სამკაული არ ახლავს. ხელნაწერის მოოქროვილი ვერცხლის მოჭედილი ყდა ბექა ოპიზარის ნამუშევარია. გარეკანის წინა მხარეს გამოსახულია „ჯვარცმის“, ხოლო უკანა მხარეს — „ვედრების“ სცენები. წარწერაში მოხსენიებულია „ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი“.

მოჭედილობის ტექსტი

ზედა წარწერა: „ქ. რ(ომე)ლ(მა)ნ შეიწირ(ე)ნ მწ(ჳ)ლ(ი)ლნი ქვრ(ი)ვის(ა)ნი, შეიწირე წ(მი)დაიცა ესე | ს(ა)ხ(ა)რებაი წერით და მოჭედით სრ(უ)ლი, ქმნილი გლ(ა)ხაკისა | ი(ოვან)ე მტ(ბევარი)ს(ა)გ(ა)ნ, ღმერთო, მს(ა)ჯჳლო სიმ(ა)რთლისაო, ნჳ მ(ა)რცხვენ დღესა | გ(ა)ნკითხვ(ი)ს(ა)სა“.

შუა წარწერა: „ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი“.

ქვედა წარწერა: „ქ. შენდა მომართ შევსწირავ, მეჳფეო | და ღ(მერთ)ო ყ(ოველ)თა არსთ(ა)ო, ონდოი ი(ოვან)ე მტ(ბევარ)ი“.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 68
  • ნინო ქავთარია. „წყაროსთავის სახარება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted“. «24 საათი», 29.04.10.

რესურსები ინტერნეტში