ჭვინტაკასებრნი
იერსახე
ჭვინტაკასებრნი (ლათ. Prunellidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარის (Prunella და Laiscopus) 12 სახეობას. გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება 2: ალპური ჭვინტაკა (Laiscopus collaris) და ტყის ჭვინტაკა (Prunella modularis). პირველი ბინადრობს ქვა-ღორღიანსა და კლდეებში — ალპურ სარტყელში, მეორე — ხშირბუჩქნარიან ტყეებში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, დებენ 4-6 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან წვრილ-წვრილი უხერხემლოებით, კენკრით, თესლებით.
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 393.