შინაარსზე გადასვლა

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თარგი:If declined
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Hevkk.jpg
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა 1962
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
მდებარეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სტატუსი ისტორიული
ექსპონატი 16 292
ვიზიტორები 1000
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:If declined

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ისტორიული მუზეუმი საქართველოში, ქალაქ ჭიათურაში.

ექსპონატები

მუზეუმში დაცულია გამყინვარებამდე წყალში მცხოვრებ ცხოველთა გაქვავებული სხეულები, კერძოდ ზვიგენის გაქვავებული მალა, მოლუსკები, კუ, თევზი, ნიჟარები და სხვა. ექსპონატებს შორისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვის და ძვლის სამუშაო და საბრძოლო იარაღები, ძვ. წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ასევე ქალის ბრინჯაოს სამკაულები: სამაჯურები, საყურეები, ბალთები, ქინძისთავები, მძივები და სხვ.

ფეოდალურ პერიოდს მუზეუმში წარმოადგენს წყლის გაყვანილობის თიხის მილები, თიხის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ქართველი მეომრის საბრძოლო აღჭურვილობა, ასევე სპარსული და ოსმალური საბრძოლო იარაღები. მუზეუმში ცალკე კუთხე აქვს დათმობილი საეკლესიო ნივთებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ვახტანგ მეექვსის დროინდელ სტამბაში გადაწერილი "სამოციქულ". აღსანიშნავია მღვიმევის დედათა მონასტერის კარის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება XIII საუკუნის მეორე ნახევრით.

აგრეთვე ინახება ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები. მოწყობილია მანგანუმის მრეწველობის განვითარების კუთხე წარმოების დაწყების დღიდან დღემდე.

მუზეუმი აქვს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამები და გამოცემები.

საკონტაქტო ინფორმაცია

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე. ბილეთის ფასია 1 ლ. მოქმედებს შეღავათები და გამონაკლისები სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მისამართი: 5500, ჭიათურა, თხელიძის ქ. 5 ტელეფონი: (+995 95) 20 16 61 ელ-ფოსტა: [email protected]

რესურსები ინტერნეტში

თარგი:იმერეთის მხარის მუზეუმები