ჭიაფერა
იერსახე
ჭიაფერა (ლათ. Phytolacca) — მცენარეთა გვარი ჭიაფერასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან ხისმაგვარი მცენარეებია.
35-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში, ძირითადად ამერიკაში. ამერიკული ჭიაფერა (Phytolacca americana) კავკასიაში შემთხვევითაა მოხვედრილი ჩრდილოეთ ამერიკიდან. სარეველაა, იზრდება გზებისა და ტყის პირებზე, კულტურულ ნარგავ-ნათესებში (ხშირია ჩაის პლანტაციებში) ზ. დ. 600 მ-მდე.
დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველგანაა, გვხვდება ქართლ-კახეთშიც. შხამიანია, შეიცავს საპონინს, ფიტოლაქსინს. იყენებენ მედიცინაში, აბრეშუმის ქსოვილების შესაღებად, ღვინის შესაფერად.
ლიტერატურა
- მ. გურგენიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 397.