ხავსები
ხავსები (ლათ. Musci, Bryophyta) — ავტოტროფი ორგანიზმები, უმაღლესი მცენარეების განყოფილება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ხავსისნაირთა ზეგანყოფილებაში. ხავსების სხეული შედგება ძაფისებრი სხეულის პროტონემისაგან (განლაგებულია ნიადაგში ან მის ზედაპირზე), ვერტიკალური ღეროსაგან (სპირალურად განლაგებული ფოთლებით) და ღეროს ფუძესთან არსებული ფესვის მსგავსი რიზოიდებისაგან.
რიზოიდები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მცენარეს წყლით და ხავსებს არა აქვთ განვითარებული გამტარი ქსოვილები, მათი სიგრძე არ აღემატება 15-20 სმ-ს. ხავსებში აღინიშნება უსქესო და სქესობრივი თაობების მონაცვლეობა. ზრდასრული ხავსების თაობას გამეტოფიტი ეწოდება.
იგი თავისი განვითარების ბოლო სტადიაზე ღეროს კენწეროზე ივითარებს მდედრობით და მამრობით სასქესო ორგანოებს — არქეგონიუმსა და ანთერიდიუმს. ხავსებიდან ყველაზე უფრო ხშირად გვხვდებიან გუგულის სელი და ტორფის ხავსი.
რესურსები ინტერნეტში
- Information, diagrams and photos Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Moss description Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Moss grower's handbook- 2.39MB, PDF file
- The British Bryological Society Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Picture Gallery of Mosses
- World of Mosses - Watercolour paintings of moss by Robert Muma