ხალიფა
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6a/Ottoman_1683.png/200px-Ottoman_1683.png)
ხალიფა (არაბ. خليفة, მოადგილე, ნაცვალი, მემკვიდრე) — მუსლიმანური თემისა და მუსლიმანური თეოკრატიული სახელმწიფოს (სახალოფოს) სასულიერო და საერო ხელმძღვანელი, ხალიფები ითვლებოდნენ ალაჰის მოციქულის – მაჰმადის მოადგილეებად, ხოლო ომაიანებიდან დაწყებული – თვით ალაჰის მოადგილეებად დედამიწაზე. X საუკუნის I ნახევრიდან ხალიფას ტიტულს აბასიანთა გარდა იღებენ აგრეთვე ფატიმიდები და ესპანეთის ომაიანები. აბასიანთა სახალიფოს დაცემის შემდეგ (XIII საუკუნე) ხალიფას ტიტულს ატარებდნენ ზოგიერთი მუსულმანური სახელმწიფოს მეთაურები – სულთნები (მაგ. ოსმალეთის), რომლებიც სასულიერო სუვერენიტეტის პრეტენზიას აცხადებდნენ მსოფლიოს ყველა მუსლიმანზე.
პირველი ხალიფები
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 419.