შინაარსზე გადასვლა

ხამანწკები (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხამანწკები
ფაილი:Oysters 1903 illustration.jpg
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1884
გამოცემულია 16 დეკემბერი, 1884
წინა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შემდეგი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ხამანწკები (რუს. Устрицы) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1884 წელს დაიწერა. პირველად, 1884 წლის 16 დეკემბერს, ჟურნალ „Будильник“-ის 486-ე ნომერში გამოქვეყნდა ქვესათაურით „მონახაზი“ და ხელმოწერით ა. ჩეხონტე.

ისტორია

ანტონ ჩეხოვმა მოთხრობა „ხამანწკები“ 1884 წელს დაწერა. თავდაპირველად ის 1884 წლის 16 დეკემბერს, ჟურნალ „Будильник“-ის 486-ე ნომერში გამოქვეყნდა.

მოთხრობა უცვლელი სახით შევიდა ჩეხოვის 1886 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოცემულ კრებულში „ჭრელი მოთხრობები“, ხოლო მცირედ შეცვლილი ვერსიით კრებულის შემდეგ ოცდაათ გამოცემაში 1892—1899 წლებში. მოთხრობა აგრეთვე შესულია 1895 წელს გამოცემულ კრებულში „რუსი მწერლების მოთხრობები“ და მოგვიანებით ანტონ ჩეხოვის თხზულებების კრებულის პირველი გამოცემის მესამე ტომში.

1886 წლის 18 იანვარს ვიქტორ ბილიბინისთვის მიწერილ წერილში, როდესაც ის მას „ჭრელი მოთხრობების“ კრებულში შესატანად მოთხრობა „ხამანწკებს“ უგზავნიდა, ჩეხოვმა თავისი ამოცანა განსაზღვრა როგორც, პროფესიონალური სამედიცინო — როგორც ადამიანის ფიზიკური და სულიერი შეგრძნების გამოსახულება უკიდურესი სისუსტის მდგომარეობაში.[1]

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, უნგრულ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ, სერბო-ხორვატულ, სლოვაკურ, ფინურ, ჩეხურ და შვედურ ენებზე ითარგმნა.

სიუჟეტი

მამა მცირეწლოვანი შვილით ფულის სათხოვნელად ატელიესთან ჩერდება. ღატაკი, შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი ტავერნაში მყოფი ხალხის სასტიკი გათამაშების მსხვერპლი ხდება (რადგან არ იცოდა რა არის ხამანწკები — ნიჟარებს ჭამს).

ლიტერატურა

Чехов А. П. Устрицы // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted