ხიდა
იერსახე
ხიდა | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2633 მ |
ქედი | კოდორის ქედი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხიდა — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კოდორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2633 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ფიქლებით. კალთებზე ქვევით წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეა, ზევით — სუბალპური და ალპური მდელოები. ხიდა აფხაზეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი მდინარეების ნენსკრისა (ენგურის მარჯვენა შენაკადი) და საკენის (კოდორის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებზე გამავალი უმოკლესი გზაა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 478.