ხორვატიის შეიარაღებული ძალები
ხორვატიის შეიარაღებული ძალები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||
![]() | ||||||||
ხორვატიის შეიარაღებული ძალები Oružane snage Republike Hrvatske - OSRH | ||||||||
დაარსდა 1993 წელს | ||||||||
შტაბი | ზაგრები, ხორვატია | |||||||
ალიანსი | NATO | |||||||
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია: | ||||||||
სახმელეთო ძალები/არმია | ესკიზის შექმნის შეცდომა: არმია | |||||||
სამხედრო-საჰაერო ძალები | ![]() | |||||||
სამხედრო-საზღვაო ძალები | ფაილი:Seal of Croatian Air Force.png საზღვაო ძალები | |||||||
ხელმძღვანელობა | ||||||||
მთავარსარდალი | პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი | |||||||
მინისტრი | ანტე კონტრომანოვიჩი | |||||||
მინისტრის წოდება | ხორვატიის თავდაცვის მინისტრი | |||||||
გენერალური შტაბის მეთაური | გენერალი დრაგო ლოვრიჩი | |||||||
შემადგენლობა | ||||||||
სამხედრო ასაკი | 18 (ნებაყოფლობითი) | |||||||
გაწვევა | გაუქმდა 2008 წელს | |||||||
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის | 835 712 (2008 წ), 15–49 წლ | |||||||
ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის | 671 323 (2008 წ), 15–49 წლ | |||||||
ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს | 48 500 (2008 წ) | |||||||
აქტიური სამხედრო პერსონალი | 18 000~ (126-ე მსოფლიოში) | |||||||
ქვეყნის გარეთ დისლოცირებული ჯარისკაცები | ავღანეთის დროშა ავღანეთი - 350 ჩადის დროშა ჩადი - 15 | |||||||
ინდუსტრია და დანახარჯები | ||||||||
ბიუჯეტი | 840 მილიონი$ 4.87 მილიარდი ხორვატული კუნა [1] | |||||||
მშპ-ის პროცენტი | 1.41% (2009) | |||||||
საშინაო მომწოდებლები | Đuro Đaković (ჯავშანტექნიკა) HS Produkt (მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი) Kroko (მექანიზმი და აღჭურვილობა) | |||||||
საგარეო მომწოდებლები | დროშა: შვედეთი შვედეთი დროშა: შვეიცარია შვეიცარია იტალიის დროშა იტალია დროშა: ფინეთი ფინეთი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ![]() დროშა: გერმანია გერმანია ხორვატიის დროშა ხორვატია |
ხორვატიის შეიარაღებული ძალები (ხორ. Oružane snage Republike Hrvatske - OSRH) — ხორვატიის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია: არმია (Hrvatska kopnena vojska), საჰაერო ძალები და თავდაცვა (Hrvatsko ratno zrakoplovstvo i protuzračna obrana), საზღვაო ძალები (Hrvatska ratna mornarica).
2008 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა. ხორვატიის შეიარაღებულ ძალებში სამსახური შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.
ხორვატია ნატო-ს წევრია და მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებში.
შეიარაღებული ძალების შემადგენლობა
ხორვატიის არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანია მეზობელი ქვეყნების არმიებთან შედარებით. არმიაში ირიცხება 12 500 ჯარისკაცი, 72 ტანკი, 617 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 298 საარტილერიო დანადგარი, ნაღმტყორცნები. საზღვაო ძალებში ირიცხება 1 625 ჯარისკაცი და 26 მცურავი საბრძოლო საშუალება. საჰაერო ძალებში ირიცხება 2000 ჯარისკაცი და 74 მფრინავი საშუალება.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted