შინაარსზე გადასვლა

ხოსე ლუის ჩილავერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ხოსე ლუის ფელიქს ჩილავერტ გონსალესი (ესპ. José Luis Félix Chilavert González; დ. 27 ივლისი, 1965) — პარაგვაელი ფეხბურთელი, მეკარე. სამჯერ იყო IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ჯილდოს მფლობელი.

ჩილავერტი ცნობილი იყო, როგორც თავისუფალი სტანდარტების კარგი შემსრულებელი და ხშირად ურტყამდა პენალტებს. მან გაიტანა 62 გოლი თავის პროფესიონალურ კარიერაში, მათ შორის ბევრი იყო გადამწყვეტი. მან რვაჯერ გაიტანა ნაკრების მაისურით. 4 გოლი ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ის იყო პირველი პროფესიონალი მეკარე, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, ვიდრე არ აჯობა ბრაზილიელმა მეკარემ როჯერიო სენიმ.

ჩილავერტი ასევე ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიული ხასიათით და გამოირჩეოდა სიფიცხით, რის გამოც ბევრჯერ მოსვლია მას დაპირისპირება. ყველაზე ცნობილი დაპირისპირება იყო 1997 წელს, როდესაც გააძევეს კოლუბმიელ თავდამსხმელ ფაუსტინო ასპრილიასთან ჩხუბის გამო.

1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 96-ე ადგილზე დასახელდა.[1]

სანაკრებო სტატისტიკა

ნაკრები წელი მატჩი გოლი
პარაგვაი 1989 2 1
1990 0 0
1991 6 0
1992 0 0
1993 10 1
1994 0 0
1995 0 0
1996 7 1
1997 9 1
1998 10 0
1999 3 0
2000 13 2
2001 7 2
2002 5 0
2003 2 0
ჯამში[2] 74 8

მიღწევები

საკლუბო

გუარანი
  • პარაგვაის პრიმერადივიზიონი: 1984
ველეს სარსფილდი
სტრასბური
პენიაროლი
  • ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: 2003

ინდივიდუალური

  • არგენტინის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშე: 1996
  • სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1996
  • IFFHS-ს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე: 1995, 1997, 1998

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  2. "José Luis Félix Chilavert – International Appearances". RSSSF. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2021.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები თარგი:არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი თარგი:სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი