ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი
ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ყაზახეთის დროშა ყაზახეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 1103 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
იუნესკოს დროშა | მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1103 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი (ყაზ. Қожа Ахмет Яссауи кесенесі) — დაუმთავრებელი მავზოლეუმი სამხრეთ ყაზახეთის ქალაქ თურქესტანში. მისი მშენებლობა 1389 წელს, თემურლენგის ბრძანებით დაიწყო, რათა ჩაენაცვლებინა XII საუკუნის პოეტის, აჰმედ იასავის (1093–1166) პატარა მავზოლეუმი, მაგრამ 1405 წელს, თემურლენგი გარდაიცვალა და მშენებლობა შეჩერდა.
მიუხედავად მისი დაუსრულებელი სახისა, მავზოლეუმი თემურლენგის ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ნიმუშს წარმოადგენს. ექსპერიმენტული სივრცული დაგეგმარება, გუმბათის ინოვაციური კონსტრუქცია, ორნამენტებით მორთული მოჭიქული კრამიტი – ამ ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა განსხვავებულ სტილს, რომელიც შემდეგ მთელს რეგიონში გავრცელდა.
მავზოლეუმი დღეს მთელი ცენტრალური აზიიდან უამრავ პილიგრიმს იზიდავს და ყაზახებისთვის ეროვნულ იდენტობასთან ასოცირდება. წარმოადგენს ყაზახეთის დაცულ, ეროვნულ მუზეუმს და 2003 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Detailed information on the town and mausoleum
- Square Kufic decoration on the Yasawi mausoleum
- Photos of the site and brief architectural description Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Detailed 2003 UNESCO report
- Photo reportage (ფრანგული)
|