ხუთი ოჯახი
იერსახე
«ხუთი ოჯახი» (Five Families) — იტალიურ-ამერიკული მაფიის ხუთი უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი "ოჯახი" ნიუ-იორკში. მათ ეკუთვნის ოჯახები: ბონანო, გამბინო, ჯენოვეზე, კოლომბო (ან პროფაჩი, ჯოზეფ "დონ პეპინო" პროფაჩის სახელზე - ერთ-ერთი ბოსის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ოჯახს) და ლუკეზე.
ამ ოჯახების ბოსები ამჟამად არიან:
- ბონანო — მიქაელ მანკუზო (2013-დან);
- გამბინო —პიტერ გოტი (2001-დან);
- ჯენოვეზე —ლიბორიო ბელომო (2010-დან);
- კოლომბო — კარმაინ "ჯუნიორ" პერსიკო (1979-1981; 1985-დღემდე);
- ლუკეზე — ვიტორიო "ვიკ" ამუსო ("ოფიციალური" ბოსი 1987 წლიდან; მმართველობა ამჟამად ხორციელდება მმართველი კომიტეტის მიერ, რომელიც სამი კაპოსგან შედგება — ანიელო "ნეილ" მილიორე, ჯოსეფ დინაპოლი და მეთიუ მადონა).