ხუთყურა
იერსახე
ხუთყურა (ლათ. Dorycnium) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია.
12 სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირებსა და კანარის კუნძულებზე. საქართველოში 2 სახეობა იზრდება. გვხვდება ტყის პირებზე, მდელოებზე, ღორღიანებზე, ჩამონაზვავებზე, კირქვიან, თიხა-კირიან ნიადაგებზე, ბუჩქნარებში მთის შუა სარტყელამდე. ლათ. Dorycnium graecum თაფლოვანია. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.
ლიტერატურა
- გურგენიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 513.