ჯაბა კანკავა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯაბა კანკავა (დ. 18 მარტი, 1986, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ბრატისლავას „სლოვანისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.
კარიერა
საკლუბო
ჯაბა კანკავამ საკლუბო კარიერა დაიწყო 2004 წელს, თბილისის „დინამოში“, სადაც მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო გიორგი გეგუჩაძე, რომელიც აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდა და კანკავაც ამ გუნდის წევრი გახდა. იმ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა, ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე, პრაღის „სლავიას“ წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა გოლმა „დინამოს“ შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. „დინამოში“ წარმატებული სეზონის შემდეგ კანკავა ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა. 2005 წლის სეზონის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი უკრაინაში გადავიდა, კერძოდ კიევის „არსენალში“, სადაც 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2007 წლიდან ჯაბა დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ ჩაირიცხა, სადაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „დნიპროში“ ახალგადასული ჯაბა პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენეს,მაგრამ კიევის „დინამოსთან“ ჩატარებულ შეხვედრაში იმდენად ეუხეშა მეტოქეს, რომ მოედნიდან გააძევეს და მას შემდეგ გარკვეული პერიოდი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. 2007 წლის ბოლოს, როგორც კი თავის გამოჩენის შანსი მიეცა, ჩინებულად გამოიყენა და უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის გმირად აღიარეს. ამ პერიოდში კანკავა მხოლოდ 22 წლის იყო და ძალიან წარმატებულად ატარებდა კარიერას. 2007-08 წლის სეზონში სულ ჯაბამ 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა ,ხოლო 2008-09 წლის სეზონში 3 მატჩი და 0 გოლი. 2009 წელს ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და თამაში მხოლოდ 2010 წლის დასაწყისში განაახლა. 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის აგვისტომდე იჯარის წესით განათხოვრებული იყო კრივოი-როგის „კრივბასში“, შემდეგ დაბრუნდა „დნიპროში“ და იყო მისი კაპიტანი.
2014 წლის 30 მარტს, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის მიმდინარეობისას, მოწინააღმდეგეთა კაპიტანს, ოლეგ გუსევს, თავის ტრავმის გამო ენა სასუნთქ მილში გაეჩხირა, ჯაბა კანკავამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.[1]
სანაკრებო
ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კანკავამ მხოლოდ 2 მატჩი, სულ კი ნაკრებში 101 მატჩი ჩაატარა. ერთ-ერთ მატჩში წითელი ბარათიც მიიღო ანდრეა პირლოსთან ორთაბრძოლისას. მისი მეასე მატჩი იყო 2021 წლის 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.
მიღწევები
- საქართველოს თასი გამარჯვებული: 2003/2004
- უკრაინის პრემიერ ლიგა მეორე ადგილი: 2013/2014
- უეფა-ს ევროპა ლიგა მეორე ადგილი: 2014/15
ჯილდოები
- ღირსების ორდენი: 2024[2]
რესურსები ინტერნეტში
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — ფიფას ჩანაწერითარგი:დაარქივებულის ნიშანიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- პროფილი eu-football.info-ზე
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ Dnipro's Jaba Kankava saves Kiev captain's life after he swallows tongue, საინფორმაციო სააგენტო „The Guardian“, 31 მარტი, 2014.
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 1986
- ქართველი ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ვლადიკავკაზის ალანიას ფეხბურთელები
- კიევის არსენალის ფეხბურთელები
- დნიპროპეტროვსკის დნიპროს ფეხბურთელები
- კრივბასის ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- დაბადებული 18 მარტი
- საქართველოს წლის ფეხბურთელები
- თბილისში დაბადებულები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები