ჯაიავიჯაია
იერსახე
ჯაიავიჯაია | |
---|---|
პუნჩაკ-მანდალა პუნჩაკ-მანდალა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ინდონეზიის დროშა ინდონეზია |
უმაღლესი წერტილი | პუნჩაკ-მანდალა |
სიმაღლე | 4760 მ |
სიგრძე | 370 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯაიავიჯაია ან ორანჟის ქედი (ინდონ. Pegunungan Jayawijaya) — ქედი ინდონეზიაში, პაპუის პროვინციაში. წარმოადგენს მაოკეს ქედის აღმოსავლეთ ნაწილს. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 370 კმ-ზე.[1] მაქსიმალური სიმაღლე 4760 მ (მთა პუნჩაკ-მანდალა). ქედის უმაღლესი წერტილი პუნჩაკ-მანდალა წარსულში ინარჩუნებდა მყინვარულ საფარს, თუმცა 2003 წელს მთაზე მყინვარი მთლიანად გადნა.[2] ჯაიავიჯაიის ქედზე სათავეს იღებენ მდინარეები დიგული, პულაუ და სხვა. გეოლოგიური თვალსაზრისით ქედი მიეკუთვნება ალპურ დანაოჭებას. აღსანიშნავია, რომ 1997 წელს აქაურ მთებში შენიშნეს ცხოველები, რომლებიც შეესაბამებოდნენ გადაშენებულ ძუძუმწოვარ თილაცინს.[3]
სქოლიო
- ↑ ჯაიავიჯაია — ენციკლოპედია ბრიტანიკა
- ↑ Puncak Mandala, Indonesia
- ↑ Walters, Patrick (1997): Irian Jayans spy 'Tassie Tiger'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2018-03-23.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted