შინაარსზე გადასვლა

ჯეკ ლონდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ჯონ გრიფიტ „ჯეკ“ ლონდონი (ინგლ. Jack London, დაბადებით ჯონ გრიფიტ ჩეინი, ინგლ. John Griffith Chaney; დ. 12 იანვარი, 1876 — გ. 22 ნოემბერი, 1916) — ამერიკელი მწერალი, ყველაზე უკეთ ცნობილი, როგორც სათავგადასავლო მოთხრობებისა და სოციალური რომანების ავტორი.

ბიოგრაფია

ჯეკ ლონდონის დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა - მოხეტიალე ირლანდიელი, "ასტროლოგიის პროფესორი" ჩანი. მამამ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ჯეკი წამოიზარდა არ უცვნია შვილად. ჯეკი აღზარდა დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა მიბარებული ობოლთა თავშესაფარში, როცა ცოლად შეირთო ჯეკის დედა. მამინაცვალი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის მიუხედავად, ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა.

პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა მეცადინეობის დაწყებამდე და სკოლის შემდეგ. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ "ხამანწკების დამჭერი მეკობრე" გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ "კოლის" მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის. ეს იყო "ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან", რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორი დიდად წააქეზა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.

1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. მალე ის უბრალო მაწანწალა გახდა და ამ ხეტიალში ბევრი რამ განიცადა. მცირე ხნით ციხეც კი იწვნია. ყოველივე ამან ჯეკ ლონდონი სოციალისტად აქცია. 1896 წელს შევიდა სოციალისტურ პარტიაში და პოლიტიკური ეკონომიის, ფილოსოფიისა და პოლიტიკის შესწავლას შეუდგა. ის კვლავ ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმეში ხელმოცარულად ჩათვალა თავი და წავიდა ალასკაში ოქროსმაძიებლად. იქ ერთი წელიწადი დაჰყო. მართალია, უკან ისევ ღატაკი დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრების მდიდარი გამოცდილება შეიძინა. "კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი,-ამბობდა ის შემდეგში,-იქ ყველა სდუმს. ყველა ფიქრობს. იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი მსოფლმხედველობაც."

შემოქმედება

ცხოვრების სიძნელეებთან და რედაქციებთან მძიმე ბრძოლის შემდეგ დამშეულმა და გაწამებულმა ჯეკ ლონდონმა მაინც მიაღწია თავის მიზანს,-მწერალი გახდა. 1899 წლის იანვარში სან-ფრანცისკოს ჟურნალმა "ოვერლენდ მანზლიმ" გამოაქვეყნა მისი პირველი ჩრდილოური მოთხრობა "მათთვის ვინც გზაშია". ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც "ჩრდილოეთის ოდისეასთან" ერთად გამოიცა 1900 წელს ერთ კრებულად სახელწოდებით "მგლის შვილი". მალე ჯეკ ლონდონი სახელგანთქმული მწერალი გახდა.

"მგლის შვილის" (1900) გარდა ჯეკ ლონდონმა ჩრდილოეთის თემას მიუძღვნა მოთხრობების კიდევ რამდენიმე კრებული: "მის წინაპართა ღმერთი და სხვა მოთხრობები" (1901), "ყინვის შვილები" (1902), "ადამიანის რწმენა და სხვა მოთხრობები" (1904), "ქალის სიძულვილი" (1906), "სიცოცხლის სიყვარული და სხვა მოთხრობები" (1906), "დაკარგული სახე" (1910), "სმოკ ბელიუ" (1912). ჩრდილოეთსავე მიუძღვნა რომანი "თოვლის ასული" (1902), აგრეთვე ვრცელი მოთხრობები "წინაპართა ძახილი" (1903) და "თეთრი ეშვი" (1906).

ჯეკ ლონდონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება რომანი "მარტინ იდენი", სადაც თავი მოიყარა მწერლის ცხოვრების გამოცდილებამ, მისმა ნააზრევმა და განცდილმა, პირადმა და საზოგადოებრვმა. თვითონ ავტორსაც არ უარუყვია, რომ ამ რომანის გმირი მისი მსგავსებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი მეტად განზოგადებული და შემკრებლობითი ტიპია. "მარტინ იდენი" კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და უახლოვდება მაქსიმ გორკის, სუინბერნის, სტივენსონის და სხვა გამოჩენილი რეალისტების ნაწარმოებებს.

მიუხედავად აღიარებისა, ლონდონი კვლავ განიცდიდა გაჭირვებას და ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობის მიუხედავად, იგი კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც და, როგორც ფიქრობენ, მან თავი მოიკლა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით 1916 წლის 22 ნოემბერს.

ბიბლიოგრაფია

რომანები

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted