ჯოზეფ ლეფოინთი
ჯოზეფ ლეფოინთი | |
---|---|
Joseph Lapointe | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სპეციალისტი ჯოზეფ ლეფოინთი | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
კუთვნილება | ამერიკის შეერთებული შტატების არმია |
ჯარის სახეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამხედრო სამსახურის წლები | 1968–1969 |
წოდება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნაწილი | 17–ე საკავალეიო პოლკი, 101–ე დივიზია |
მეთაურობდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბრძოლები/ომები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯოზეფ გაი ლეფოინთ ჯუნიორი (დ. 2 ივლისი, 1948 — გ. 2 ივნისი, 1969) — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ექიმი, რომელიც ვიეტნამის ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოეს ღირსების ორდენით.
ჯოზეფ ლეფოინთი, მეტსახელად „გაი“, დაიბადა და გაიზარდა დეიტონში (ოჰაიო). ნორთრიჯის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან ენგელვუდში ფოსტალიონად დაიწყო მუშაობა. ლეფოინთს უყვარდა ბუნება და ლაშქრობა[1].
1968 წელს ლეფოინთი ჯარში გაიწვიეს და მან თავი conscientious objector-ად გამოაცხადა (ადამიანი, რომელიც რელიგიური მოტივით ან პირადი იდეური თვალსაზრისით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე). ფორტ სემ ჰოუსტონის სამხედრო-სამედიცინო საწვრთნელ ცენტრში სწავლისას, ლეფოინთი სინდი ფეილორზე დაქორწინდა პირველ ბაპტისტურ ეკლესიაში (დეიტონი, ოჰაიო)[2]. 1968 წლის ნოემბერში, როდესაც ჯოზეფი სამხედრო ექიმი გახდა, გაგზავნეს ვიეტნამში. შემდეგი წლის 2 ივნისს ის მსახურობდა მეორე ესკადრონში (მე–17 საკავალერიო პოლკი, 101–ე დივიზია). სწორედ ამ დღეს მონაწილეობდა იგი 376-ე სიმაღლის პატრულზე (ქუან-ტინის პროვინცია). ლეფოინთის დანაყოფი ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოყვა და რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. ჯოზეფი არ შეუშინდა მტრის ტყვიას და თავისი ორი თანამებრძოლისკენ გაიქცა, რომლებიც თავში იყვნენ დაჭრილნი. მიუხედავად იმისა, რომ ლეფოინთი ორჯერ დაიჭრა, ის მაინც აგრძელებდა დაშავებული მეგობრების დახმარებას იქამდე სანამ მტრის ყუმბარამ არ იმსხვერპლა სამივე სამხედრო. სწორედ ამ ქმედების გამო, 1972 წელს ჯოზეფ გაი ლეფოინთი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით სიკვდილის შემდეგ[3]. მას დარჩა მეუღლე და შვილი, ჯოზეფ ლეფოინთი, რომელსაც არასდროს უნახავს მამა.
ღირსების ორდენი
ჯოზეფ ლეფოინთის დაჯილდოვების ცერემონიისას წარმოთქმული სიტყვა:
მოხსენიება
ფორტ-კემბელში (კენტუკი) არსებული სამედიცინო კომპლექსი, ფორტ ბენინგის (ჯორჯია) სამედიცინო შვეულფრენების სადგური და არმიის რეზერვის ცენტრი (რივერსაიდი, ოჰაიო) ჯოზეფ ლეფოინთის სახელს ატარებს. ასევე, ოჰაიოს 49-ე გზატკეცილის ნაწილს (მონტგომერის ოლქი) მიენიჭა „ჯოზეფ გაი ლეფოინთ უმცროსის მომერიალური გზატკეცილის“ სახელი. 2009 წლის 2 ივნისს, „ლეფოინთის სახელობის რეზერვის ცენტრში“ გამართულ ცერემონიაზე ჯოზეფის ქვრივსა და შვილს გადაეცათ ღირსების ორდენის დროშა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Virtual Wall. ციტირების თარიღი: September 29, 2010.
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Joseph Guy LaPointe Jr. Timeline. ციტირების თარიღი: 5 August 2014.[მკვდარი ბმული]
- ↑ Medal of Honor recipients – Vietnam (A–L). United States Army Center of Military History (June 8, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2010. ციტირების თარიღი: June 8, 2009.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted