ჯონ დიუი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ჯონ დიუი (John Dewey) (დ. 20 ოქტომბერი, 1859, ბალინგტონი, ვერმონტის შტატი — გ. 1 ივნისი, 1952, ნიუ-იორკი), ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, ინსტრუმენტალიზმის (პრაგმატიზმის მიმდინარეობა) ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი, პროგრესივისტული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაციის დამფუძნებელი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1859 წლის ახალ ინგლისის შტატ ვერმონტში. მოღვაწეობდა მინესოტის, მიჩიგანის, ჩიკაგოს უნივერსიტეტებსა და კოლუმბიის მასწავლებელთა კოლეჯში. 1930 წლიდან პენსიაზეა, მაგრამ სიკვდილამდე 1952 წ. რჩება აქტიური აკადემიური და საზოგადო მოღვაწე. ქვეყნის ფარგლის გარეთ მისი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია პეკინის უნივერსიტეტს, იაპონიასა და თურქეთში საკონსულტაციო ვიზიტები, საბჭოთა კავშირის სტუმრობა და მექსიკაში ლეონ ტროცკის საქმის გამომძიებელი კომისიის თავჯდომარეობა.
დიუის მიხედვით, ინსტრუმენტალიზმის არსია, რომ ადამიანის მოქმედების სხვადასხვა ფორმა თუ იდეა გარემოსთან ადაპტირების მთავარი ინსტრუმენტია და შექმნილია კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. იცვლება რა პრობლემები მათი გადაჭრის ინსტრუმენტების ცვლილების აუცილებლობა ჩნდება. ჭეშმარიტებაც ამ ინსტრუმენტების სიაშია. ეს კი თავისთავად იწვევს ჭეშმარიტების ცვლილებას პრობლემების ცვლილების კვალდაკვალ. ინსტრუმენტალიზმის, პრაგმატიზმის ეპისტემოლოგიის შესახებ ძირითადი ნაშრომებია ფსიქოლოგია (1887), ეთიკა (1908), რეკონსტრუქცია ფილოსოფიაში (1920), ადამიანის ბუნება და ქცევა (1922), გამოცდილება და ბუნება (1925), ლოგიკა: შემეცნების თეორია (1938) და სხვა.
დიუის განათლების კონცეფციის ძირითადი პოსტულატია, რომ ერთი მხრივ განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას თუ სამსახურისთვის მოსამზადებელ წვრთნას. მეორე მხრივ, განათლების სოციალური ფუნქცია სხვა დანარჩენ ფუნქციაზე მაღლა დგას. დიუის კონცეფცია პოპულარულს ხდის პროგრესივიზმს როგორც განათლების მიმდინარეობას. პროგრესივიზმის მიხედვით წარმატებული სწავლისათვის საუკეთესოა გამოცდილებით და სოციალურ ინტერაქცით ცოდნის მიღება. პროგრესივიზმის მთავარი სლოგანია „სწავლა კეთებით“. დიუის სქემის მიხედვით, სწავლის ეტაპებია პრობლემის აღმოჩენა, პრობლემის განსაზღვრა, პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება, ამ გზების შეფასება წარსული გამოცდილებების საფუძველზე და საუკეთესო გზის გამოცდა. საკუთარი იდეების პრაქტიკული რეალიზაციისთვის, დიუი ექსპერიმენტულ სკოლებს აარსებს. აქ მოსწავლეები დილის ერბოკვერცხის მომზადებისას საბუნებისმეტყველო საგნებს სწავლობენ.
დიუი, თავის ნაშრომში „განათლება და გამოცდილება“ (1938) ემიჯნება პროგრესივიზმის ერთ-ერთ მთავარ მოტივს, რომ მაქსიმალური თავისუფლება მოსწავლეებს მაქსიმალური თვითრეალიზებისა და შეცნობის საშუალებას აძლევს. მისი აზრით აქ ირღვევა გამოცდილების მიღების მთავარი პრინციპი. გამოცდილება რომელსაც ჩვენ ვიღებთ განმსაზღვრელი გახდება ჩვენი მომავლის. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ფორმა, რომლითაც ჩვენ ეს გამოცდილება მოგვეწოდება. შესაბამისად მასწავლებლის მიერ მომავალი გამოცდილების დაგეგმვა და მოსწავლის წინარე გამოცდილება განსაზღვრავს მის მომავალს. შესაბამისად მნიშვნელოვანია არა იმდენად თავისუფლება, არამედ თავისუფლება, რომელიც სპეციალურად ორგანიზებულ გარემოში პოვებს პრაქტიკას.
განათლება დიუის აზრით, მთავარი მექანიზმია სოციალური პროგრესისთვის. განათლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა იდეების და გამოცდილების გაზიარება იქამდე, სანამ ის სოციალური კუთვნილება არ გახდება. განათლება დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტია და საზოგადოების ზრუნვის უმთავრესი საგანია. ინდივიდუალური და სოციალური მიზნები ერთია, ისევე როგორც განათლების მიზანი და პროცესი. ინდივიდუალური გამოცდილების რეკონსტრუირება მხოლოდ სოციალური კოლექტიური შეგნების ფარგლებშია შესაძლებელი. განათლება დიუის მიხედვით, სწორედაც რომ ამ ორი შემადგენლის ორგანიზებული ურთიერთობაა ჩემი პედაგოგიური კრედო (1897) დემოკრატია და განათლება (1916). დიუის საზოგადოებრივი საქმიანობიდან უმნიშვნელოვანესია აკადემიური თავისუფლების დაცვისთვის ბრძოლა. სწორედ ამ მიზნით 1915 წელს მისი თაოსნობით დაარსდა უნივერსიტეტის პროფესორთა ამერიკული ასოციაცია. დიუი აქტიურად იცავდა ფილოსოფოს ბერტრან რასელს, რომელიც ამორალური აზროვნებისთვის 1940 წელს ნიუ იორკის ქალაქის კოლეჯის პროფესორობიდან დაითხოვეს. დიუის თაოსნობთ ქვეყნდება ამ რასელის საქმის მასალები. დიუის პრაგმატიზმის ფილოსოფიის გავლენა ყველაზე უფრო თანამედროვე ამერიკელ ფილოსოფოსის რიჩარდ რორტის ემჩნევა, რომელმაც თითქოსდა მივიწყებული პრაგმატიზმის იდეები კვლავ გააცოცხლა. განათლებაში დიუის გავლენამ პრაქტიკული გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში და ე.წ. Outward Bound („გარეგანად მიმართული“) სკოლების გაერთიანებაში. გამოცდილებითი განათლების მაგალითებია დღეს ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა სწავლა თავგადასავლებით, სწავლა სერვისით და სხვ. პროგრესივისტული განათლების ერთ-ერთი უმთავრესი გაერთიანება ამერიკაში ტ. საიზერის თაოსნობით დაარსებული ძირეული სკოლების კოალიცაა (Coalition of Essential Schools).
ლიტერატურა
- Bernstein, Richard J. John Dewey (1966) Washington Square Press.
- Boisvert, Raymond. John Dewey: Rethinking Our Time. (1997). SUNY Press
- Campbell, James. Understanding John Dewey: Nature and Cooperative Intelligence. (1995) Open Court Publishing Company
- Crick, Nathan. Democracy & Rhetoric: John Dewey on the Arts of Becoming (2010) University of South Carolina Press.
- Fishman, Stephen M. and Lucille McCarthy. John Dewey and the Philosophy and Practice of Hope (2007). University of Illinois Press.
- Garrison, Jim. Dewey and Eros: Wisdom and Desire in the Art of Teaching. Charlotte: Information Age Publishing, 2010. Original published 1997 by Teachers College Press.
რესურსები ინტერნეტში
- Center for Dewey Studies
- John Dewey Papers, 1858–1970 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted at Southern Illinois University Carbondale, Special Collections Research Center
- John Dewey Chronology at Southern Illinois University Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- John Dewey — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“