შინაარსზე გადასვლა

ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი

ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი (ინგლ. George Washington Bridge), ცნობილი და მიღებული როგორც ჯვ ხიდი (GW Bridge)[1], ჯვბ (GWB)[2] ან ჯვ (GW),[3] — დაკიდული ხიდი მდინარე ჰუდსონზე, რომელიც აკავშირებს მანჰეტენის (ნიუ-იორკი) და ფორტ ლის (ნიუ-ჯერსი) ტერიტორიებს აშშ-ში. გზატკეცილები 95 და აშშ მარშრუტი 1/9 ჰკვეთენ მდინარეს ხიდის საშუალებით, რომელიც არის ნიუ-ჯერსიში შესასვლელი, ხოლო ნიუ-იორკის ტერიტორია ხიდის შუაში მთავრდებოდა.

ხიდს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის არეაში ზედა სართულზე 4 საგზაო ზოლია ყოველი მიმართულებით და ქვედა სართულზე კი 3 საგზაო ზოლი, ასევე ყველა მიმართულებით, სულ კი 14 საგზაო ზოლია სამოგზაუროდ. ხიდზე გასანვითარებელი მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ-ია (45 მ/სთ), ხოლო ხშირ შემთხვევაში მანქანების სიჩქარეს განსაზღვრავს ხიდზე შექმნილი გადატვირთული მოძრაობა, განსაკუთრებით დილას ადრიან საათებში და საღამოს საათებში, როდესაც პიკის საათია. ზედა სართულზე ასევე შესაძლებელია გადასვლა როგორც ქვეითისთვის, ასევე ველოსიპედისტებისთვის. 2007 წლის მონაცემებით, ჯორჯ ვაშინგტონის ხიდს ჰქონდა ყველაზე უდიდესი გადაზიდვის მოცულობა მსოფლიოს მასშტაბით,[4][5] რომელიც მიახლოებით 106 მილიონ ავტომობილს გადაატარებს ყოველ წლიურად, რითაც ხიდი ყველაზე დატვირთული მოტორიანი ავტომობილების ხიდად მიიჩნევა. ეს განცხადება გაკეთებულია ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტების უფლებამოსილებიანი პირების მიერ, რომლებიც ფლობენ უფლებას რამდენიმე ხიდის, ტუნელის და აეროპორტის არეაზე.[6]

გადასახადები

ფაილი:Under GWB span.jpg
ჯორჯ ვაშინგტონის ქვედა ხედი მანჰეტენიდან.

2011 წლის 18 სექტემბერის თანახმად, ნაღდი ფულით გადახდა ნიუ-ჯერსიდან ნიუ-იორკში ამჯერად 12 აშშ დოლარია ავტომობილებისთვის, ხოლო მოტოციკლეტებისთვის 11 აშშ დოლარი (არანაირი გადასახადი არ არის ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსის მიმართულებით). ყველა ი-ზიპესის (E-ZPass) მომხმარებელი იხდის 7.50 აშშ დოლარს მანქანებისთვის, ხოლო 6.50 აშშ დოლარი მოტოციკლისტებისთვის დილის 6-10 საათის და საღამო 4-8 საათის პერიოდებში კვირის სამუშაო დღეებში, ხოლო კვირის უქმეებზე დილის 11-იდან საღამოს 9 საათამდე. 9.50 აშშ დოლარია მანქანებისთვის და 8.50 მოტოციკლისტებისთვის დილის 6-10 საათების პერიოდში და საღამოს 4-8 საათების პერიოდში კვირის შუა დღეებში, ხოლო კვირის უქმეებზე კი დილის 11-იდან საღამოს 9-მდე. სატვირთო ავტომობილები იხდიან ღერძის მიხედვით, რომლის თითოეულის ღირებულება 13 აშშ დოლარია, ხოლო ღამის პერიოდში კი ძალიან დიდი შეღავათებია ფასების მიხედვით.[7] სპეციალური ფასდაკლებაა მანქანებისთვის (3.50) რომელშიც 3 ან მეტი მგზავრი ზის და ასევე ი-ზიპესის მომხმარებელთათვისაც. ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი საშუალოდ გადასახადიდან 1 მილიონ აშშ დოლარს იღებს ერთ დღეში.

არა-მოტორიანების შესვლა

ფაილი:George Washington Bridge NYC full span from Hudson.jpg
ჯორჯ ვაშინგტონის ხიდის სრული ხედი ნიუ-იორკის მხრიდან, მდინარე ჰუდსონიდან.

ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი ძალიან პოპულარულია ღირსშესანიშნეობების დამთვალიერებლების და ფეხით მოგზაურებისთვის, ველოსიპედისტების და სკეიტბორდისტებისთვისაც. სამხრეთი მოსიარულეთა მხარე, განსაზღვრულია ველოსიპედისტებისთვის და ქვეითებისთვის. მანჰეტენზე შესასვლელი უერთდება 178-ე გზას, რომელიც კაბრინის ბულვარდის დასავლეთ მხარეშია. ნიუ-ჯერსის მხარეს, მდებარეობს ჰუდსონის ტერასა, რომლის შესასვლელიც დილის დღის პერიოდში ღიაა, ხოლო საღამოს საათებში შესვლა მხოლოდ ფეხით მოსიარულებთათვის და მოტოციკლისტებისთვისაა შესაძლებელი.[8]

პორტის მმართველობამ დაკეტა ყველა ჩრდილოეთი მხრის სასიარულო ყველა დროისთვის 2008 წელს.[9]

ტრანსპორტის ალტერნატიულმა, ნიუ-იორკ სიტის პროპაგანსი ჯგუფმა, შესთავაზა მმართველობას გაფართოებული გადასასვლელი რივერ როუდზე, რომელიც ფორტ-ლისთან აკავშირებს, ამის მეშვეობით კი ქვეითის სასიარულო ადგილი უფრო უსაფრთხო გახდება ჯორჯ ვაშინგტონის ხიდზე ნიუ-ჯერსის მხარეს.[10]

ალტერნატიული გზა

ხიდის ხედი ახლო არეადან (2010)
ფაილი:George Washington Bridge from Riverside Drive Eric Sorenson.jpg
ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი რივერსაიდ დრაივიდან

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის არეაში, ტაპენ ზის ხიდი საშტატო გზა 87/საშტატო გზა 187 და შტატ ნიუ-იორკის თრუვეი არიან ალტერნატიული გზები.

დიდი საცობის გამო, როგორიც არის ახალი ინგლისის (ჩრდილოეთი/აღმოსავლეთი) და პენსილვანიის (სამხრეთი/დასავლეთი) საშტატო 84-ე გზაზე, რომელიც ასევე ჰუდსონს ჰკვეთს ნიუბურგ-ბეიკონ ხიდის საშუალებით, ხშირად გამოიყენება ალტერნატიულ გზად, ვიდრე ჯვბ და ტაპან ზის ხიდი.

სუიციდი

ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად არჩეული ხიდი და ადგილი, სადაც სუიციდი ხდება.[11]

მედიაში

  • როგორც ცნობილი ნიუ-იორკის მიწის აღმიშვნელი, ხიდი ხშირად ჩნდება ფილმებში ნიუ-იორკის ხედებში, სადაც ხშირს შემთხვევაში კადრის შესაქმნელად გამოიყენება. ხიდთან დაკავშირებული ცნობილი ფილმებია „როგორ დაქორწინდე მილიონერზე“ (1953), „The Seven-Ups“ (1973), „შოკის შემდეგ: მიწისძვრა ნიუ-იორკში“ (1999) და „სხვა ხალხი“ (2010).
  • ხიდი კავშირშია პატარა წითელ კოშკთან, რომელიც ჰილდეგარდ სვიფტის 1942 წლის საბავშვო წიგნშია სათაურით: „პატარა წითელი კოშკურა და უდიდესი რუხი ხიდი“.
  • ხიდი კავშირშია ვიდეო თამაშის ფილმის სათაურში: „Metal Gear Solid 2: Sons of Liberty“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Port Authority of New York and New Jersey - George Washington Bridge. ციტირების თარიღი: 2010-03-25.
  7. New Bridge & Tunnel Toll Rates and PATH Fares Effective 3:00 AM September 18, 2011. Port Authority of New York and New Jersey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-30. ციტირების თარიღი: 2011-09-08.
  8. State Bicycle Route 9 Maps - Southern Section. New York State Department of Transportation. ციტირების თარიღი: February 2, 2011.
  9. Pedestrian & Bicycle Information - George Washington Bridge. Port Authority of New York and New Jersey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-30. ციტირების თარიღი: 2010-02-27. The north sidewalk is closed around-the-clock.
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Zabriskie, Phil. The Mysteries of the Suicide Tourist. New York Magazine. New York Media LLC. ციტირების თარიღი: 4/13/2012.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted