ჯორჯ ჰარისონი
ჯორჯ ჰარისონი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
აქტიური | 1958–2001 |
ლეიბლ(ებ)ი | |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
| |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ჯორჯ ჰარისონი[nb 1] (დ. 25 თებერვალი, 1943 — გ, 29 ნოემბერი, 2001) — ინგლისელი მუსიკოსი, მულტი ინსტრუმენტალისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, აგრეთვე მუსიკალური და კინო პროდიუსერი, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, როგორც ჯგუფ The Beatles-ის წამყვანმა გიტარისტმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სიმღერების ძირითადი ავტორები იყვნენ ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, 1965 წლიდან The Beatles-ის ალბომების უმეტესობაში შეტანილი იყო ჰარისონის სულ მცირე, ორი საავტორო კომპოზიცია. მის მიერ ჯგუფისთვის დაიწერა „Taxman“, „Within You Without You“, „While My Guitar Gently Weeps“, „Here Comes the Sun“ და „Something“, აქედან უკანასკნელი იქცა The Beatles-ის შემოქმედებიდან სხვა შემსრულებლების მიერ რიგით მეორე ყველაზე ხშირად შესრულებულ სიმღერად.
ადრეულ პერიოდში მუსიკოსზე გავლენა მოახდინეს ჯორჯ ფორმბიმ და ჯანგო რეინჰარდტმა; კარლ პერკინსმა, ჩეტ ატკინსმა, ჩაკ ბერიმ და რაი კუდერმა იქონიეს გავლენა უფრო გვიანდელ შემოქმედებაზე. 1965 წლისთის ჰარისონმა The Beatles-ის მუსიკა წაიყვანა უფრო მეტად ფოლკ-როკის მიმართულებით, ვინაიდან დაინტერესებული იყო The Byrds-ის და ბობ დილანის შემოქმედებით. ჯგუფის მელოდიებს დაემატა ინდური კლასიკური მუსიკის ჟღერადობაც - როდესაც „Norwegian Wood (This Bird Has Flown)“-ში ჰარისონმა სიტარი გამოიყენა. ჯორჯი დაინტერესებული იყო ჰარე კრიშნას მოძრაობით და იქცა ინდოეთის კულტურის და მისტიციზმის მოყვარულად, გააცნო რა ისინი The Beatles-ის სხვა წევრებს და მათ დასავლელ მსმენელებს სიმღერებში ინდური ინსტრუმენტული ფრაგმენტების დამატებით. 1970 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ, ჰარისონმა გამოსცა სამმაგი ალბომი All Things Must Pass, კრიტიკოსების მიერ აღიარებული ნაშრომი, მისი ყველაზე წარმატებული ჰიტ-სინგლით „My Sweet Lord“, და, როგორც სოლო შემსრულებელმა, ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი ჟღერადობა, შექმნილი სლაიდ-გიტარით. 1971 წელს მან გაუწია ორგანიზება საქველმოქმედო კონცერტს ბანგლადეშის დასახმარებლად, ინდოელ მუსიკოს რავი შანკართან ერთად (ეს მოვლენა იყო Live Aid-ის მსგავსი მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტების წინამორბედი). ჰარისონი აგრეთვე მუსიკალური და კინო პროდიუსერი იყო. 1974 წელს მან დააარსა ლეიბლი Dark Horse Records, ხოლო 1978 წელს იყო კინოკომპანია HandMade Films-ის თანადამაარსებელი.
როგორც სოლო შემსრულებელმა, ჰარისონმა გამოსცა რამდენიმე გაყიდვადი სინგლი და ალბომი. 1988 წელს მან, სხვა მუსიკოსებსთან ერთად, დააარსა სუპერჯგუფი Traveling Wilburys. როგორც ნაყოფიერი შემსრულებელი, მონაწილეობდა Badfinger-ის, რონი ვუდის და ბილი პრესტონის სიმღერების ჩაწერაში, თანამშრომლობდა ბობ დილანთან, ერიკ კლეპტონთან, რინგო სტართან, ტომ პეტისთან და სხვა მუსიკოსებთან. Rolling Stone-მა ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში ჰარისონი #11 ადგილზე დაასახელა. 1988 წელს ჰარისონი, როგორც The Beatles-ის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, ისევე, როგორც გარდაცვალების შემდეგ, სოლო კარიერისთვის - 2004 წელს.[3]
ჰარისონის პირველი ქორწინება იყო მოდელ პატი ბოიდთან, 1966 წლიდან, რომელიც 1977 წელს დასრულდა. შემდეგ წელს მაგ ოლივია არიასთან იქორწინა, რომელთანაც ერთი შვილი, დჰანი ჰარისონი ეყოლა. ჯორჯი 2001 წელს, 58 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ჩატარდა მისი კრემაციის ცერემონია. მისი ფერფლი გაფანტე ინდოეთში, მდინარეებზე, განგზე და იამუნაზე, ინდუიზმის ტრადიციის შესაბამისად. ჰარისონის შემდეგ დარჩა დაახლოებით 100 მილიონი გირვანქის ოდენობის ქონება.
ადრეული წლები: 1943–57
დაბადებული ლივერპულში (ლანკაშირი, ინგლისი), 1943 წლის 25 თებერვალს, ჰარისონი იყო ჰაროლდ ჰარგრივზ ჰარისონის და მისი მეუღლის, ლუიზას (ქორწინებამდე - ფრენჩის) ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჰყავდა ერთი და, ლუიზა და ორი ძმა, ჰარი და პიტერი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დედა მუშაობდა მაღაზიაში თანაშემწედ, მომდინარეობდა კათოლიკური ოჯახიდან, ირლანდიელი წინაპრებით, ხოლო მამა იყო ავტობუსის კონდუქტორი, რომელმაც მანამდე White Star Line-ში იმუშავა.[4] ჯორჯის მომავალი მეუღლი, პატი ბოიდი, ჰარისონის მშობლებს აღწერდა, როგორც "მოკძალებულებს და ძალიან ლივერპულელებს".Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ბოიდის თანახმად, ჰარისონის დედა განსაკუთრებით გულშემატკივრობდა შვილებს: "მას მხოლოდ ის სურდა, ბედნიერები ყოფილიყვნენ და იცოდა, რომ ჯორჯს არაფერი ანიჭებდა ისეთ ბედნიერებას, როგორც მუსიკა".Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted როგორც მუსიკის მოყვარული, ლუიზაც ცნობილი იყო მძლავრი ვოკალით, რომელიც იქცევდა ჰარისონის სახლთან ავლილ-ჩავლილი ხალხის ყურადღებას.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯორჯით ფეხმძიმობისას იგი ხშირად უსმენდა ყოველკვირეულ გადაცემას Radio India. ჰარისონის ბიოგრაფი ჯოშუა გრინი წერს: "ყოველ კვირას რადიოს მომართავდა სიტარების და ტაბლების იდუმალ ჟღერადობაზე, იმ იმედით, რომ ეგზოტიკური მუსიკა საშვილოსნოში მყოფ ბავშვს დაამშვიდებდა".Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჰარისონი დაიბადა და პირველი ექვსი წელი იცხოვრა უეივერტრიზე, 12 Arnold Grove-ზე - ჩიხში აშენებულ ტერასებიან სახლში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტუალეტი გარეთ იდგა. სახლში თბებოდნენ მხოლოდ პატარა ბუხრით. 1949 წელს ოჯახშს შესთავაზეს საბჭოს სახლი და ისინი გადავიდნენ 25 Upton Green-ზე, სპეკის რაიონში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1948 წელს, ხუთი წლის ასაკში, ჰარისონი დავდეილის დაწყებით სკოლაში შევიდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 11+ გამოცდის ჩაბარების შემდეგ 1954-1959 წლებში ლივერპულის ინსტიტუტის ბიჭების საშუალო სკოლაში დადიოდა.[5][6] მიუხედავად იმისა, რომ მასში არსებობდა მუსიკალური სექცია, ჰარისონს არ მოსწონდა, რომ იქ გიტარები არ ჰქონდათ. მისი აზრით, სკოლა "მოსწავლეებს აქცევდა შეშინებულებად".[7]
ადრეულ პერიოდში ჰარისონზე გავლენა მოახდინა ჯორჯ ფორმბის, კებ კალოუეის, ჯანგო რეინჰარდტის და ჰოუგი კარმაიკლის მუსიკამ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1950-იანი წლებისთვის მასზე გავლენა ჰქონდა კარლ პერკინსის და ლონი დონეგანის შემოქმედებას.[8] 1956 წელს მოხდა გარდატეხა - ველოსიპედით გასეირნებისას მან ერთ-ერთ სახლში აჟღერებული ელვის პრესლის „Heartbreak Hotel“ მოისმინა და როკ-ენ-როლით დაინტერესდა.[9] კლასში ჯდომისას, რვეულებში ხშირად ხატავდა გიტარებს. მოგვიანებით ამბობდა: "მთლიანად გიტარებით ვიყავი დაინტერესებული".Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მისი თქმით, სლიმ უიტმენი აგრეთვე იყო ერთ-ერთ ადრეული შთაგონება: "სლიმ უიტმენი იყო პირველი ადამიანი, რომელიც გიტარით ვიხილე, იყო ეს ფოტო ჟურნალში თუ გამოსვლა ტელევიზიით. უდავოდ გიტარები მელოდნენ."[10]
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შვილის მხრიდან მუსიკალური კარიერისადმი ინტერესისადმი ეჭვით განწყობილი იყო, 1956 წლის ბოლოს მამამ ჯორჯს უყიდა დაჩ ეგმონდის ფირმის აკუსტიკური გიტარა.[11] მამის შვილი ბიჭუნა ასწავლიდა სიმღერებს „Whispering“, "Sweet Sue" და „Dinah“. დონეგანის მუსიკის შთაგონებით ჰარისონმა ჩამოაყალიბა სკიფლ-ჯგუფი The Rebels, რომელშიც შედიოდნენ მისი ძმა, პიტერი და მეგობარი, ართურ კელი.[12] ერთხელ, გზად სკოლისკენ, ავტობუსში ჯორჯმა პოლ მაკ-კარტნი გაიცნო. ისინი დაახლოვდნენ მუსიკისადმი საერთო ინტერესით.[13]
The Beatles: 1958–70
ჰარისონი The Beatles-ის წევრად იქცა, როდესაც იგი იყო სკიფლ-ჯგუფ The Quarrymen, მაკ-კარტნის და ჯონ ლენონის მონაწილეობით. პოლმა ჯონს უამბო ჰარისონის, თავისი მეგობრის შესახებ, რომელსაც გიტარაზე „Raunchy“-ს დაკვრა შეეძლო. ჯგუფის კასტინგზე ჰარისონი მივიდა რორი სტორმის კლუბში Morgue Skiffle, სადაც დაუკრა ართურ სმითის „Guitar Boogie Shuffle“. თუმცა, ლენონი თვლიდა, რომ ჯორჯი, რომელსაც იმ პერიოდში მხოლოდ 15 წელი შეუსრულდა, ჯგუფისთვის ახალგაზრდა იყო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მეორე შეხვედრა მაკ-კარტნიმ მოაწყო. აქ ჯორჯმა, ლივერპულური ავტობუსის სახურავიდან დაუკრა ინსტრუმენტული „Raunchy“ სოლო.[14] მან დაიწყო ჯგუფის წევრებთან დაახლოება და აქა-იქ გიტარის სოლოების დამატებაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, საბოლოო კი მისი წევრები გახდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მიუხედავად იმისა, რომ მამას სურდა, რომ მას განათლების მიღება გაეგრძელებინა, ჯორჯმა სკოლა 16 წლის ასაკში დატოვა და რამდენიმე თვე შეგირდად, ადგილობრივ მაღაზიაში Blacklers მუშაობდა, უმცროსი ელექტრიკოსის სახით.[15] 1960 წელს ჯგუფმა შოტლანდიაში ტურნე გამართა, რომლის ფარგლებში მუსიკოსი კარლ პერკინსის პატივსაცემად თავს კარლ ჰარისონს უწოდებდა.[16]
1960 წელს პრომოუტერმა ალან უილიამსმა ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავს უკვე The Beatles-ს უწოდებდა, მოუპოვა კონტრაქტი ჰამბურგში კონცერტების სერიის გამართვით, კლუბში Kaiserkeller, რომელსაც ბრუნო კოშმიდერი ფლობდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯორჯმა მრავალსაათიანი იმპროვიზაციით დახვეწა საკუთარი სტილი. როდესაც ჯგუფი დროებით უკრავდა ტონი შერიდანის მხარდამჭერი ბენდის სახით, უკანასკნელმა მას გიტარის რამდენიმე გაკვეთილიც ჩაუტარა. ამ პერიოდმა საფუძველი დაუდო ჯორჯის სტილს და მის მშვიდ იმიჯს.[17][18] ჰამბურგში სტუმრობა მოულოდნელად შეწყდა, როდესაც ჰარისონი, არასრულწლოვანი ასაკის და ღამის კლუბებში შესრულების გამო დეპორტირებული იქნა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1961 წლის დეკემბერში ჯგუფის მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი გახდა, რომელმაც ოთხეულის იმიჯი სრულყო და მათ EMI-სთან კონტრაქტი მოუპოვა.[19] ჯგუფის პირველი სინგლი, „Love Me Do“, #17 პოზიციამდე ავიდა Record Retailer-ის ჩარტში და იმ დროისთვის, როდესაც 1963 წლის დასაწყისში გამოვიდა სადებიუტო ალბომი Please Please Me, უკვე აქტიურ ფაზაში იყო ბიტლომანია.[20] მეორე ალბომში, With the Beatles (1963), მოხვდა ჯორჯის მიერ ჯგუფის ალბომებისთვის დაწერილი პირველი საავტორო სიმღერა „Don't Bother Me“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1965 წლის Rubber Soul-ისთვის ჰარისონს ჯგუფი მიჰყავდა ფოლკ-როკის განხრითაც, ვინაიდან აინტერესებდა The Byrds-ის და ბობ დილანის შემოქმედება. მისი გავლენით The Beatles-ის მუსიკაში აგრეთვე გაჩნდა ინდური კლასიკური მუსიკის ელემენტები, რაც აისახა „Norwegian Wood (This Bird Has Flown)“-ში.[21][nb 2] მოგვიანებით ჯორჯმა Rubber Soul დაასახელა თავის საყვარელ ალბომად The Beatles-ის შემოქმედებაში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Revolver (1966) შეიცავდა მის სამ კომპოზიციას - „Taxman“, „Love You To“ და „I Want to Tell You“.[22] დრონულის მსგავსი ტანპურას ჟღერადობა, რომელიც ჰარისონმა ლენონის „Tomorrow Never Knows“-ს დაამატა, ხაზს უსვამდა ჯგუფის მხრიდან არადასავლური ინსტრუმენტული არსენალის გამოყენებისადმი ინტერესს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მნიშვნელოვანი იყო ტაბლას გამოყენება "Love You To"-ში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მუსიკათმცოდნე დევიდ რეკი წერდა, რომ ამ სიმღერამ პოპულარულ მუსიკაში შექმნა პრეცედენტი და მაგალოთი დასავლურ კულტურაში აზიურის წარმოჩენის, ისე, რომ ეს მოხდა პატივისცემით და პაროდირების გარეშე.[23] არადასავლური ინსტრუმენტების შესწავლა გაგრძელდა მომავალშიც, როდესაც ჯორჯმა „Strawberry Fields Forever“-ში დაუკრა სვარმანდალზე.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1966 წლის ბოლოსთვის ჰარისონს ნაკლებად აინტერესებდა The Beatles-თან მუშაობდა, რაც აისახა გურუს და რელიგიური წინამძღვრების ალბომის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band გარეკანზე (1967) გამოტანით.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[nb 3] ალბომზე მისი ერთადერთი საავტორო კომპოზიცია იყო ინდური მუსიკით შთაგონებული „Within You Without You“, რომელშიც ჯგუფის სხვა წევრებს არ დაუკრავს.[24] სიმღერაში იგი სიტარზე დ ტამბურაზე უკრავს. მას უერთდებიან აზიური მუსიკალური წრის ლონდონელი მუსიკოსები, რომლებიც უკრავენ ესრაჯზე (დილრუბა), სვარმანდალზე და ტაბლაზე. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[nb 4] მოგვიანებით Sgt. Pepper-ს შესახებ იგი ამბობდა - „წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და მუსიკაში მიღწევა. მასში შეტანილი სიმღერების ნახევარი მომწონს, ნახევარს კი ვერ ვიტან.“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1968 წლის სიმღერა „The Inner Light“ EMI-ს ბომბეურ სტუდიაში ჩაიწერა, ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით, რომლებიც ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სიმღერა გამოვიდა მაკ-კარტნის „Lady Madonna“-ს b-მხარის სახით და ჰარისონის საავტორო ნამუშევრის The Beatles-ის სინგლზე გამოცემის იშვიათი შემთხვევა იყო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სიმღერის ტექსტში ასახულია ჯორჯის დაინტერესება ინდუიზმით და ტრანსცენდენტური მედიცინით, თუმცა უფრო მეტად ინდური მუსიკის კარნატიკის სტილისტიკას მიჰყვება, ვიდრე ინდოსტანურს, როგორც ეს წინა ნამუშევრებში იყო. [25] ალბომის The Beatles იმავე წელს ჩაწერისას ჯგუფში დაძაბულობა უფრო გაიზარდა და რინგო სტარი კოლექტივიდან დროებით წავიდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მნიშვნელოვანი იყო ამ ორმაგ ალბომში ჯორჯის წვლილი - „While My Guitar Gently Weeps“ ერიკ კლეპტონის მონაწილეობით, „Piggies“, „Long, Long, Long“ და „Savoy Truffle“.[26]
გვიანდელ პერიოდში ჰარისონზე გავლენა მოახდინა ბობ დილანის და The Band-ის შემოქმედებამ.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1968 წელს ვუდსტოკში იგი ბობს დაუახლოვდა და უფრო მეტად მიიზიდა The Band-ის მუსიკის შექმნის ერთობლივმა მანერამ და შემოქმედებითმა თანასწორუფლებიანობამ, რაც კონტრასტში იყო ლენონის და მაკ-კარტნის The Beatles-ში დომინირებასთან. ამას აგრეთვე დაემთხვა მის კარიერაში შემოქმედებითი აქტიურობა და ჯგუფისგან დამოუკიდებლობის მზარდი სურვილი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted უთანხმოებები წევრებს შორის კვლავ წარმოიშვა 1969 წლის იანვარში, ტუიკენჰემის სტუდიაში მუშაობისას, სადაც იწერდნენ მასალას, რომელიც იქცა ალბომად Let It Be და ამავე სახელწოდების ფილმად.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted უნაყოფო მუშაობის და ზოგადად ცუდი სამუშაო პირობების, აგრეთვე მაკ-კარტნის მხრიდან დომინირების სურვილის და ლენონის როლის შესუსტების ფონზე, ჰარისონმა 10 იანვარს ჯგუფი დატოვა, მაგრამ 12 დღის შემდეგ დაბრუნდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ურთიერთობები The Beatles-ში უფრო დათბა, თუმცა ნაწილობრივ დაძაბულიც იყო, როდესაც იწერდნენ მასალას ალბომისთვის Abbey Road (რომელიც ქრონოლიგიურად უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი იყო, თუმცა Let It Be-მდე გამოვიდა).Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ალბომში მოხვდა ჰარისონის ორი კომპოზიცია - „Here Comes the Sun“ და „Something“. უკანასკნელი იქცა ჯგუფის ახალი სინგლის A-მხარედ და ჰარისონის პირველ სიმღერად, რომელიც ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა.[27] 1969 წელს იგი ფრენკ სინატრამ ჩაწერა და წინა 50 წლის უდიდესი სასიყვარულო სიმღერა უწოდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ლენონი მას Abbey Road-ის საუკეთესო სიმღერად თვლიდა. თავის მხრივ, "Something" იქცა ჯგუფის შემოქმედებიდან ყველაზე ხშირად გადამღერებულ კომპოზიციად - „Yesterday“-ს შემდეგ.[28] პიტერ ლავეზოლი: „ჰარისონმა საბოლოოდ მიაღწია თანასწორ პირობებს სიმღერების ავტორობისას...ორი კლასიკური წვლილით The Beatles-ის უკანასკნელ ალბომში.“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1970 წლის აპრილში, როდესაც ჰარისონის „For You Blue“ ამერიკაში მაკ-კარტნის „The Long and Winding Road“-თან ერთად სინგლზე გამოვიდა, სიმღერა იქცა ჯგუფის ჩარტების სათავეში მოხვედრილ რიგით მეორე ორმაგ A-მხარედ, ხოლო თავად "For You Blue" - ჰარისონის მეორე #1 ჰიტად.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted აქტიური პროდუქტიულობა და ჯგუფის მხრიდან მისი სიმღერების ალბომებში შეტანისგან თავშეკავება ნიშნავდა, რომ The Beatles-ის დაშლის დროისთვის მას დაუგროვდა მრავალი გამოუცემელი სიმღერა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სიმღერების ავტორმა, მან საკუთარი თავი დახვეწა, The Beatles-ის ალბომებზე მისი ავტორობის სიმღერების რაოდენობა ორამდე ან სამამდე იყო შეზღუდული, რასაც მოჰყვა იმედგაცრუება. ეს იყო The Beatles-ის დაშლის ერთ-ერთი მიზეზიც.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted უკანასკნელად ჯგუფში მან იმუშავა 1970 წლის 4 იანვარს, როდესაც მაკ-კარტნისთან და სტართან ერთად ჩაწერა საავტორო „I Me Mine“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სოლო კარიერა: 1968–87
ადრეული სოლო ნამუშევრები: 1968–69
The Beatles-ის დაშლამდე ჰარისონმა უკვე ჩაწერა და გამოსცა ორი ალბომი, Wonderwall Music და Electronic Sound, ძირითადად ინსტრუმენტული კომპოზიციებით. პირველი არის 1968 წლის ფილმის Wonderwall საუნდტრეკი და შეიცავს ინდური და დასავლურ ინსტრუმენტებზე შესრულებულ მუსიკას. მეორე არის ექსპერიმენტული დისკი, რომელშიც ძირითადად მუგის სინთეზატორი გამოიყენება.[29] 1968 წლის ნოემბერში Apple Records-ზე გამოცემული Wonderwall Music The Beatles-ის რომელიმე წევრის პირველი სოლო ალბომი იყო.[30] ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ინდოელი მუსიკოსები ააშიშ კჰანი და შივკუმარ შარმა. აღსანიშნავია, რომ ლენონის „Revolution 9“-ის გამოჩენამდე თვეებით ადრე ამ ალბომში შევიდა ხმოვანი კოლაჟი "Dream Scene".[31]
1969 წლის დეკემბერში ჰარისონი მონაწილეობით ხანმოკლე ევროპულ ტურნეში, ჯგუფთან Delaney & Bonnie and Friends ერთად. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტურნეში აგრეთვე მონაწილეობდნენ კლეპტონი, ბობი უიტლოკი, დრამერი ჯიმ გორდონი და დელეინი და ბონი ბრემლეტები. ამ პერიოდში ჰარისონმა დაწერა „My Sweet Lord“, მოგვიანებით გამოცემული, როგორც მისი სადებიუტო სოლო სინგლი.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დელეინიმ იგი დააინტერესა სლაიდ-გიტარით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯორჯის უფრო გვიანდელ კარიერაზე.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
All Things Must Pass: 1970
The Beatles-ის ალბომებზე შეზღუდვის რამდენი წლის შემდეგ ჰარისონმა გამოსცა All Things Must Pass, სამმაგი ალბომიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted - ორი გრამფირფიტა შედგებოდა მისი სიმღერებისგან, ხოლო მესამე მეგობრებთან ერთად ჯემინგის დროს ჩაწერილი მასალით იყო შეივსო.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ბევრი მსმენელის მიერ აღიარებული, როგორც ჯორჯის საუკეთესო ნაშრომი, იგი მოხვდა მრავალი ქვეყნის ჩარტების პირველ პოზიციებზე.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[nb 5] ალბომში შეტანილია #1 ჰიტი "My Sweet Lord", ისევე, როგორც ათეულში მოხვედრილი „What Is Life“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ალბომის პროდიუსერია ფილ სპექტორი, რომელიც ჩაწერის თავის ცნობილ ტექნოლოგიას, ჟღერადობის კედელს იყენებდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მონაწილე მუსიკოსებს შორის არიან რინგო სტარი, ერიკ კლეპტონი, ბილი პრესტონი, კლაუს ფორმანი, დელეინის და ბონი მეგობრების ბენდი და ჯგუფი Badfinger.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[nb 6] გამოსვლისთანავე ალბომს კრიტიკოსთა მხრიდან აღიარება ხვდა წილად;Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ბენ გერსონი, Rolling Stone-იდან, წერდა, რომ იგი იყო „სავსე კლასიკური სპექტორული პროპორციებით, ვაგნერით, ბრუკნერით, მწვერვალების მუსიკით და ფართო ჰორიზონტებით“.[33] მწერალი და მუსიკათმოცნე იენ ინგლისი სასათაურო სიმღერის ტექსტს თვლის „ადამიანის არსებობის ცვალებადობის აღიარებად...მარტივ და მახვილ შეჯამებად“ (წინა ჯგუფის მისამართით).Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1971 წელს Bright Tunes-მა ჰარისონს სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივლა, სიმღერისთვის "My Sweet Lord", რომელიც ჟღერდა, როგორც The Chiffons-ის 1963 წლის ჰიტი „He's So Fine“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1976 წელს აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში საქმე განიხილეს და ჯორჯმა უარყო პლაგიატის ბრალდება, თუმცა საქმე წააგო, ვინაიდან მოსამართლემ ჩათვალა, რომ ჰარისონს ორიგინალური სიმღერა ქვეცნობიერად ახსოვდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
2000 წელს გამოვიდა ალბომის 30 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა. ჯორჯი თავად მონაწილეობდა მის პრომო-კამპანიაში და სპეციალურ ინტერვიუში ისაუბრა ამ ჩანაწერის შესახებ: „ეს იყო The Beatles-ის გაგრძელება. ჩემთვის ეს იყო The Beatles-იდან თავის გაღწევა და უბრალოდ საკუთარი გეზით წასვლა...ბედნიერება.“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ალბომის ჩაწერის შესახებ საუბრისას მან განმარტა: „მაშინ არეკლვის ეფექტს უფრო ხშირად ვიყენებდი, ვიდრე ახლა, ახლა საერთოდ აღარ ვიყენებ. ვერ ვიტან მას...იცით, რთულია, დაუბრუნდე რამე 30 წლის თავზე და ისე იყოს, როგორიც გინდა, დღეს იყოს.“Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
The Concert for Bangladesh: 1971
რავი შანკარის თხოვნით, ჰარისონმა გაუწია ორგანიზება კონცერტს, რომელსაც კონცერტი ბანგლადეშისთვის ერქვა. იგი 1971 წლის 1 აგვისტოს, 40.000 მაყურებლის წინაშე, ნიუ-იორკის მედისონ-სკვერ-გარდენზე გაიმართა.[34] მიზანი იყო ბანგლადეშის გამათავისუფლებელი ომის შედეგად დარჩენილი მშიერი ლტოლვილების დახმარება.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კონცერტი შანკარმა გახსნა, მას კი მოჰყვნენ დილანი, კლეპტონი, ლეონ რასელი, Badfinger, პრესტონი, სტარი და სხვები.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამმაგი ალბომი The Concert for Bangladesh იმავე წელს Apple Corps-მა გამოსცა. 1972 წელს გამოვიდა საკონცერტო ფილმიც. გადასახადების და საეჭვო ხარჯების გამო მოგვიანებით კონცერტიდან შემოსული თანხა შემცირდა, მაგრამ ჰარისონი ამბობდა: „კონცერტი ძირითადად, ისახავდა მიზანს, ხალხის ყურადღება მიექცია ამ პრობლემისადმი...ფული მეორეხარისხოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ფინანსური პრობლემები...მათ საკმაოდ მიიღეს...მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი. მთავარია, რომ ამაზე ინფორმაცია გავრცელდა და ომის დასრულებაში მონაწილეობა მივიღეთ.“[35] ამ მოვლენას ხშირად აღწერენ, როგორც სხვა საქველმოქმედო მარათონების წინამორბედს (როგორიც არის Live Aid).Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[nb 7]
დისკოგრაფია
- Wonderwall Music (1968)
- Electronic Sound (1969)
- All Things Must Pass (1970)
- Living in the Material World (1973)
- Dark Horse (1974)
- Extra Texture (Read All About It) (1975)
- Thirty Three & 1/3 (1976)
- George Harrison (1979)
- Somewhere in England (1981)
- Gone Troppo (1982)
- Cloud Nine (1987)
- Brainwashed (2002)
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- თარგი:First word Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted AllMusic-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- RollingStone.com – ჯორჯ ჰარისონის უდიდესი მუსიკალური მომენტები
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში
- George Harrison – Daily Telegraph-ის ნეკროლოგი
- George Harrison კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ჯორჯ ჰარისონი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
- BBC News - სტატია ჰარისონის გარდაცვალების შესახებ, ჯორჯ ჰარისონი: ცხოვრება სურათებში და ბრიტანული ვერსია განსხვავებული სურათებით
სქოლიო
- შენიშვნები
- ↑ სხვადასხვა წყაროში მითითებულია ჰარისონის მეორე სახელი;[1] სხვა წყაროები ამას უარყოფენ, მისი დაბადების მოწმობის თანახმად.[2]
- ↑ ალბომში აგრეთვე შეტანილია ჰარისონის „If I Needed Someone“ და „Think for Yourself“.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ ეს გურუები იყვნენ თვითრეალიზაციის საძმოს წევრები მაჰავატარ ბაბაჯი, ლაჰირი მაჰასაია, შრი იუკტესვარი და პარამაჰანსა იოგაჰანდა, რომლებიც ჯორჯის თხოვნით დაამატეს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ ჰარისონის მიერ ინდური მუსიკით ექსპერიმენტები აგრეთვე აისახა მაკ-კარტნის „Getting Better“-ში (1967) და ლენონის „Lucy in the Sky with Diamonds“-ში (1967), აგრეთვე სიტარის და ტამბურის გამოყენებით ლენონის „Across the Universe“-ში (1968).Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 2006 წლის ივლისში აღმოჩნდა, რომ All Things Must Pass სინამდვილეში 1970 წლის #1 ბრიტანული ალბომი იყო, გაყიდვების თანახმად.[32]
- ↑ სესიების დასაწყისში კლეპტონმა, უიტლოკმა, გორდონმა და კარლ რედლმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Derek and the Dominos.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 1971 წლის ნოემბერში ჰარისონი გამოჩნდა The Dick Cavett Show-ში, სადაც გერი რაიტის მონაწილეობით "Two-Faced Man" შეასრულა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- წყაროები
- ↑ Everett 2001, p. 36; Giuliano და Giuliano 1998, p. 246
- ↑ George Harrison biography. Shawstar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 1 January 2013.
- ↑ 2015 Rock Hall inductees. Radio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 16 December 2014.
- ↑ Harry 2000, p. 492; Leng 2006, p. 24.
- ↑ Everett 2001, p. 36
- ↑ Greene 2006, p. 7
- ↑ George Harrison (2002). I, Me, Mine. Chronicle Books.
- ↑ Rock & Roll Hall of Fame: George Harrison Biography. rockhall.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 29 October 2015.
- ↑ Laing, Dave. (30 November 2001) George Harrison, 1943–2001: Former Beatle George Harrison dies from cancer aged 58. The Guardian. ციტირების თარიღი: 25 December 2012.; Leng 2006, p. 302–304: Harrison's earliest musical influences.
- ↑ Harrison, George (2000). The Beatles Anthology. New York: Chronicle Books, გვ. 28.
- ↑ Babiuk 2002, p. 17: Dutch Egmond; Boyd 2007, p. 82: His father was apprehensive about his interest in pursuing a music career.
- ↑ Babiuk 2002, p. 17; Everett 2001, p. 36: A friend of his father's taught Harrison some chords; Spitz 2005, p. 120; Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted(ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ Inglis 2010, p. xiii–xiv; Miles 2001, p. 13.
- ↑ Miles 1997, p. 47; Spitz 2005, p. 127.
- ↑ Boyd 2007, p. 82: (secondary source); Davies 2009, p. 55: (secondary source); Harrison 2002, p. 29: (primary source).
- ↑ Lewisohn, Mark (2013). The Beatles: All These Years: Volume I: Tune In. New York: Crown Archetype, გვ. 309. ISBN 978-1-4000-8305-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Laing, Dave. (30 November 2001) George Harrison 1943–2001. guardian.co.uk. ციტირების თარიღი: 2008-12-27.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Babiuk 2002, p. 59; Miles 1997, p. 84–88.
- ↑ Greene 2006, p. 34; Lewisohn 1992, p. 59–60.
- ↑ Unterberger 2002, p. 180–181; Leng 2006, p. 19; Everett 2001, p. 313–315.
- ↑ Leng 2006, p. 19; Schaffner 1980, p. 75–78.
- ↑ Leng 2006, p. 22: (secondary source); Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted: (primary source).
- ↑ Everett 1999, p. 111–112; Leng 2006, p. 29–30.
- ↑ Harrison 2002, p. 118; Lavezzoli 2006, p. 183; Tillery 2011, p. 87.
- ↑ Everett 1999, p. 200–202: "While My Guitar Gently Weeps"; Harry 2003, p. 254: "Long, Long, Long"; Harry 2003, p. 329: "Savoy Truffle"; Greene 2006, p. 110: "Piggies".
- ↑ Gould 2007, p. 576; Bronson 1992, p. 262.
- ↑ Spignesi და Lewis 2009, p. 97: "Something" is the Beatles' second most covered song after "Yesterday"; Gilmore 2002, p. 39: Lennon considered "Something" the best song on Abbey Road.
- ↑ Bogdanov, Woodstra და ერლეუაინი 2002, p. 508: Electronic Sound; Lavezzoli 2006, p. 182: Wonderwall Music.
- ↑ Harry 2003, p. 393: Wonderwall Music as first LP released by Apple Records; Strong 2004, p. 481: Wonderwall Music as first solo album released by a Beatle.
- ↑ Harry 2003, p. 393: Khan and Sharma; Leng 2006, p. 49–50: "Dream Scene".
- ↑ icLiverpool – Number one for Harrison at last. icliverpool.icnetwork.co.uk. ციტირების თარიღი: 1 January 2013.
- ↑ Gerson, Ben. (21 January 1971) George Harrison – All Things Must Pass. ციტირების თარიღი: 25 April 2013.
- ↑ Concert for Bangladesh. Concertforbangladesh. ციტირების თარიღი: 1 January 2013.
- ↑ Doggett 2009, p. 181–206; Harry 2003, p. 132–138; Harry 2003, p. 135: "Mainly the concert was to attract attention to the situation".
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 25 თებერვალი
- დაბადებული 1943
- გარდაცვლილი 29 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2001
- ჯორჯ ჰარისონი
- XX საუკუნის ინგლისელი მომღერლები
- ინგლისელი პოპ-მომღერლები
- ინგლისელი მამაკაცი მომღერლები
- ინგლისელი როკ-მომღერლები
- ინგლისელი როკ-კლავიშისტები
- ინგლისელი მომღერლები და კომპოზიტორები
- ინგლისელი მამაკაცი სიმღერების ავტორები და მომღერლები
- ინგლისელი როკ-გიტარისტები
- ინგლისელი მუსიკალური პროდიუსერები
- ინგლისელი ექსპერიმენტული მუსიკოსები
- ინგლისელი კინოპროდიუსერები
- ინგლისელი ავტობიოგრაფები
- ინგლისელი ჰუმანიტარები
- The Quarrymen-ის წევრები
- The Beatles-ის წევრები
- Plastic Ono Band-ის წევრები
- Traveling Wilburys-ის წევრები
- Apple Records-ის შემსრულებლები
- Capitol Records-ის შემსრულებლები
- EMI Records-ის შემსრულებლები
- Warner Music Group-ის შემსრულებლები
- გრემის ჯილდოს მფლობელები
- ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრები
- აივორ ნოველოს ჯილდოს მფლობელები
- Grammy Lifetime Achievement Award-ის მფლობელები
- როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული შემსრულებლები