ჯუნიუს ჯაიევარდენე
ჯუნიუს ჯაიევარდენე | |
ჯუნიუს ჯაიევარდენე | |
შრი-ლანკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 თებერვალი 1978 – 2 იანვარი 1989 | |
წინამორბედი | უილიამ გოპალავა |
მემკვიდრე | რანასინგჰე პრემადასა |
პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივლისი 1977 – 4 თებერვალი 1978 | |
პრეზიდენტი | უილიამ გოპალავა |
წინამორბედი | სირიმავო ბანდარანაიკე |
მემკვიდრე | რანასინგჰე პრემადასა |
დაბადებული | 17 სექტემბერი 1906 კოლომბო ცეილონი |
გარდაცვლილი | 1 ნოემბერი 1996 კოლომბო შრი-ლანკა |
ეროვნება | სინჰალი |
პოლიტიკური პარტია | გაერთიანებული ეროვნული პარტია |
მეუღლე | ელინა ჯაიევარდენე |
შვილები | რავი ჯაიევარდენე |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | ბუდიზმი |
ჯუნიუს რიჩარდ ჯაიევარდენე (ტამილურ ენაზე ஜூனியஸ் ரிச்சட் ஜயவர்தனா, დ. 17 სექტემბერი, 1906, კოლომბო — გ. 1 ნოემბერი, 1996, კოლომბო) — შრი-ლანკელი პოლიტიკოსი და იურისტი, შრი-ლანკის მეორე პრეზიდენტი (1978–1989) და პრემიერ-მინისტრი (1977-1978). ცეილონის ეროვნული მოძრაობის ლიდერი.
განათლება
ჯუნიუს ჯაიევარდენე 11 შვილიანი ოჯახის უფროსი შვილი იყო. განათლება მიიღო ჯერ კოლომბოს სამეფო კოლეჯში, ხოლო შემდეგ კოლომბოს სამართლის კოლეჯში.
პოლიტიკური კარიერა
პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1938 წელს, როცა გახდა ცეილონის ეროვნული კონგრესის აქტივისტი. 1946 წელს გაწევრიანდა გაერთიანებულ ეროვნულ პარტიაში. 1947 წელს ცეილონის პირველ მთავრობაში გახდა ფინანსთა მინისტრი. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა როგორც მთავრობაში (1947-1956 და 1965-1970) ისე ოპოზიციაში ყოფნისას (1956-1965 და 1970-1977). 1951 წელს ჯუნიუს ჯაიევარდენე გახდა სახელმწიფო ჰიმნის შემრჩევი კომიტეტის წევრი. 1977 წელს გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი. 1982 წლის 29 აპრილს მან ქვეყნის პარლამენტი გადაიტანა მახლობელ ქალაქ შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეში და ეს ქალაქი აქცია ოფიციალურ დედაქალაქად, ხოლო კოლომბოს შესძინა კომერციული დედაქალაქის სტატუსი. 1989 წელს ჯ. ჯაიევარდენე წავიდა ხელისუფლებიდან და თანამდებობა გადააბარა რანასინგჰე პრემადასას.
რესურსები ინტერნეტში
- The JAYEWARDENE Ancestry
- The WIJEWARDENA Ancestry
- Website of the Parliament of Sri Lanka Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Official Website of United National Party (UNP) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- J.R. Jayewardene Centre Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- 95th Birth Anniversary Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Remembering the most dominant Lankan political figure. by Padma Edirisinghe Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- J.R. Jayewardene by Ananda Kannangara Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- President JRJ and the Export Processing Zone By K. Godage Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Methek Kathawa Divaina Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Methek Kathawa Divaina Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი: სირიმავო ბანდარანაიკე |
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი 1977 – 1978 |
შემდეგი: რანასინგჰე პრემადასა |
წინამორბედი: უილიამ გოპალავა |
შრი-ლანკის პრეზიდენტი 1978 – 1989 |
შემდეგი: რანასინგჰე პრემადასა |
თარგი:შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრები