შინაარსზე გადასვლა

ჰარლინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰარლინგი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
უმაღლესი ორგანო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეტსახელი Iománaíocht, iomáint, iomáin
პირველი თამაში Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მახასიათებლები
ტიპი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წევრები 15 წევრი გუნდში,
შეცვლა ნებადართულია
შერეული სქესი მამრობითი
(კამოგი არის ქალთა ვარიანტი)
აღჭურვილობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოლიმპიადა არაოლიმპიური
ქვეყანა/რეგიონი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ჰარლინგი (ირლ. Iománaíocht/Iomáint) — გელური წარმოშობის თამაში, რომელსაც მართავს გელური ათლეტიკის ასოციაცია. თამაშის წარმოშობა პირველყოფილი საზოგადოებიდან დაიწყო, მას სულ მცირე 3000 წელია თამაშობენ და ითვლება მინდვრის თამაშებს შორის უსწრაფესად. როგორც ირლანდიის ადგილობრივ თამაშს, ჰარლინგს ბევრი საერთო აქვს გელურ ფეხბურთთან, მათ შორის: მოედანი, მოთამაშეთა რაოდენობა და ტერმინოლოგია. ის მსგავსია კამოგისა, რომელსაც ქალები თამაშობენ. იგი მიმდინარეობს იგივე ფუძიდან, საიდანაც შინტი, რომელსაც ძირითადად შოტლანდიაში თამაშობენ.

ჰარლინგის მოთამაშეების მიზანია გამოიყენონ ხის ჯოხი, რომელსაც ეწოდება ჰარლი (ირლ. camán), რათა დაარტყან პატარა ბურთს, შლიტერს. თუ ბურთი გაივლის ჰორიზონტალურ ძელს ზევით, რომელიც მიწიდან 2.5 მეტრის სიმაღლეზეა, გუნდი იღებს 1 ქულას, ხოლო თუ ბურთი გავა ძელს ქვევით, ბადეში, მაშინ ითვლება გოლი, რომელიც 3 ქულის ექვივალენტურია. შლიტერის ხელით ტარება ნებადართულია არაუმეტეს ოთხი ნაბიჯისა, ამის შემდეგ მოთამაშემ ის ან უნდა დაარტყას ხელით, ან ჰარლის მეშვეობით დააგდოს მიწაზე და კვლავ დაიბრუნოს ხელში.

ჰარლინგს თამაშობენ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით პოპულარულია ირლანდიური დიასპორის წევრებს შორის გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და არგენტინაში.

რესურსები ინტერნეტში