ჰიგსის ბოზონი
ფაილი:CMS Higgs-event.jpg ჰიგსის ბოზონის გამოჩენის სიმულაცია | |
შემადგენლობა | ელემენტარული ნაწილაკი |
---|---|
ნაწილაკის სტატისტიკა | ბოზონური |
სტატუსი | 2013 წლის 14 მარტს დაახლოებით 125 გევ მასის მქონე ჰიგსის ბოზონი იქნა ექსპერიმენტულად დამოწმებული CERN-ის მიერ,[1][2][3] თუმცა გაურკვეველია რომელ მოდელს უჭერს ის მხარს ყველაზე მეტად და არსებობს თუ არა რამდენიმე ჰიგსის ბოზონი.[2] |
თეორიული აღმოჩენა | ფ. ენგლერტი, რ. ბრუტი, პ. ჰიგსი, გ. გურალნიკი, კ. რ. ჰაგენი და ტ. ზ. ბ. კიბლი. 1964 |
აღმოჩენა | დიდი ადრონული კოლაიდერი (2011–2013 წწ) |
სიმბოლო | H0 |
სახეობა | 1 სტანდარტულ მოდელში; 5 ან მეტი სუპერსიმეტრიულ მოდელებში |
მასა | 125.3 ± 0.6 გევ/c2 ∼126 გევ/c2[4] |
საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა | 1,56 × 10−22 წმ (სავარაუდო)[5] |
ელექტრუული მუხტი | 0 e |
ფერადი მუხტი | 0 |
სპინი | 0 |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჰიგსის ბოზონი — ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც შემოტანილია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში სტანდარტული მოდელის თანახმად. ჰიგსის ბოზონის არსებობის საკითხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რადგანაც მას შეუძლია დაამტკიცოს ჰიპოთეზური ჰიგსის ველის არსებობა. ჰიგსის ველი წარმოადგენს სიმეტრიის დარღვევის მექანიზმის ასახსნელად შემოტანილ უმარტივეს[6] და ყველაზე ხელსაყრელ წყაროს. სიმეტრიის დარღვევის ასეთი გზით ზოგიერთი ნაწილაკი იძენს მასას. ჰიგსის ველის არსებობის დადასტურება ან უარყოფა, სავარაუდოდ უდიდეს მნიშვნელობას იქონიებს ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნების საკითხზე, მიუთითებს რა არსებული თეორიებიდან თუ ნაწილაკების ფიზიკის რომელი თეორიაა უფრო კორექტული და გააღებს სარკმელს „ახალი ფიზიკისთვის“ არსებული თეორიების მიღმა.[7][8][9] სადღეისოდ წამყვანი თეორიის თანახმად ზოგიერთი ნაწილაკი მასას იძენს ჰიგსის ველთან ურთიერთქმედების შედეგად, რომელსაც არანულოვანი სიდიდე აქვს ყველგან, სხვამხრივ ცარიელ სივრვეშიც კი. თუ ეს თეორია სწორია, მაშინ უნდა არსებობდეს შესაბამისი ბოზონი, ჰიგსის ველის უმცირესი შესაძლო აღგზნება და აღმოჩენადიც უნდა იყოს იგი. რასაც მივყავართ თეორიის გადამწყვეტ გამოცდამდე. შესაბამისად, ეს ნაწილაკი არის ხანგრძლივი ძიების საგანი ნაწილაკების ფიზიკაში. CERN-ში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში არსებული დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) — ყველაზე მძლავრი ნაწილაკების ამაჩქარებლისა და ერთ-ერთი ყველაზე რთული სამეცნიერო ინსტრუმენტის, რაც ოდესმე აგებულა — ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ჰიგსის ბოზონის არსებობის შემოწმება და მისი პარამეტრების გაზომვა, რაც ფიზიკოსებს თანამედრეოვე თეორიის ამ ქვაკუთხედის დადასტურების საშუალებას მისცემდა.
ჰიგსის ბოზონს სახელი ეწოდა პიტერ ჰიგსის გამო, რომელმაც 1966 წელს ორ სხვა ჯგუფთან ერთად შემოიტანა მექანიზმი, რომელიც გულისხმობდა ასეთი ნაწილაკის არსებობას[10][11][12] და ის იყო ერთადერთი, რომელმაც იწინასწარმეტყველა მასიური ნაწილაკის არსებობა და დაადგინა მისი ზოგიერთი თეორიული მახასიათებლები.[13] ამ ნაწილაკს მედიაში ძალიან ხშირად მოიხსენიენბენ, როგორც „ღმერთის ნაწილაკს“ ამ თემაზე ლეონ ლადერმანის წიგნის სათაურის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილაკი მნიშვნელოვანიცაა და ძნელად მოსახელთებელიც, მისი ასეთი ეპითეტი ძლიერ ანტიპათიას იწვევს ფიზიკოსებში, მიიჩნევენ რა, რომ ესაა შეცდომაში შეყვანა და გაზვიადება,[14][15] რადგან ძირითადი მიზანია ჰიგსის ველის შესწავლა. თვით ველი და არა ბოზონი ანიჭებს მასას თეორიულად სხვა ნაწილაკებს.[16]
სტანდარტული მოდელის თანახმად ჰიგსის ნაწილაკი არის ბოზონი, ისეთი სახეობა ნაწილაკებისა, რომლებიც ნებას რთავს მრავალ იდენტურ ნაწილაკს იმყოფებოდეს ერთი და იმავე ადგილას ერთი და იმავე კვანტურ მდგომარეობაში. მას არ აქვს სპინი, ელექტრული მუხტი და ფერადი მუხტი. ის არის აგრეთვე ძლიერ არასტაბილური, იშლება რა სხვა ნაწილაკებად თითქმის დაუყოვნებლივ. თუ ნაჩვენები იქნება, რომ ჰიგსის ბოზონი არ არსებობს, სხვა უჰიგსო მოდელები უნდა იქნან განხილული. სტანდარტული მოდელის ზოგიერთ გაფართოებაში შეიძლება ასევე არსებობდეს მრავალფეროვანი ჰიგსის ბოზონები.
2012 წლის 4 ივლისს CMS-ისა და ATLAS-ის ექსპერიმენტულმა ჯგუფებმა (LHC)-ზე დამოუკიდებლად განაცხადეს, რომ თითეულმა დაადასტურა აღმოჩენა მანამდე უცნობი ბოზონის მასით 125 გევ/c2 და 127 გევ/c2-ს შორის, რომელთა ყოფაქცევა ჯერჯერობით „თავსებადია“ ჰიგსის ბოზონთან, ამავდროულად აღნიშნავენ, რომ საჭიროა მონაცემების შემდგომი ანალიზი, ვიდრე საბოლოოდ ამოიცნობენ ჰიგსის ნაწილაკს ახლად აღმოჩენილ ნაწილაკში.
რესურსები ინტერნეტში
- ვიქსიკონის ლოგო ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: [[Wiktionary:ka:Special:Search/Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
Popular science, mass media, and general coverage
- Higgs Boson observation at CERN
- Hunting the Higgs Boson at C.M.S. Experiment, at CERN
- The Higgs Boson by the CERN exploratorium.
- Particle Fever, documentary film about the search for the Higgs Boson.
- The Atom Smashers, documentary film about the search for the Higgs Boson at Fermilab.
- Collected Articles at the Guardian
- Video (04:38) – CERN Announcement on 4 July 2012, of the discovery of a particle which is suspected will be a Higgs Boson.
- Video1 (07:44) + Video2 (07:44) – Higgs Boson Explained by CERN
- Higgs Boson
სქოლიო
- ↑ O'Luanaigh, C.. (14 March 2013) New results indicate that new particle is a Higgs boson. CERN. ციტირების თარიღი: 2013-10-09.
- ↑ 2.0 2.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Latest Results from ATLAS Higgs Search. ATLAS (4 ივლისი 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2012.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Higgs Missing Report. Fermi National Accelerator Laboratory. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2012.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-10. ციტირების თარიღი: 2012-07-16.
- ↑ http://www.nytimes.com/2006/07/04/science/04phys.html?_r=1
- ↑ http://www.oregonlive.com/health/index.ssf/2012/07/university_of_oregon_physicist.html
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ CERN FAQ on Higgs boson
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ The Higgs boson: Why scientists hate that you call it the 'God particle'. National Post (14 დეკემბერი 2011).
- ↑ Higgs FAQ 1.0 - Particle physics professor Matt Strassler
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted