შინაარსზე გადასვლა

ჰით ლეჯერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰით ლეჯერი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლეჯერი 2006 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
დაბადების სახელი ჰით ენდრიუ ლეჯერი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი, მუსიკალური პროდიუსერი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მეუღლე(ები) მიშელ უილიამსი
(2004–2007, 1 შვილი)
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ბნელი რაინდი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ბნელი რაინდი
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2008 — ბნელი რაინდი
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ჰით ენდრიუ ლეჯერი (ინგლ. Heath Andrew Ledger; დ. 4 აპრილი, 1979 — გ. 22 იანვარი, 2008) — ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც თამაშობდა როგორც ფილმებში, ასევე სატელევიზიო სერიალებში.

ბიოგრაფია

მას შემდეგ, რაც ითამაშა როლები ავსტრალიის ტელევიზიასა და ფილმებში 1990-იანების განმავლობაში, 1998 წელს ლეჯერი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში საკუთარი საფილმო კარიერის გასავითარებლად. მისი კარიერა მოიცავს ცხრამეტ ფილმს, მათ შორის: „ჩემი სიძულვილის ათი მიზეზი“ (1999), „პატრიოტი“ (2000), „მონსტრების წვეულება“ (2001), „რაინდის ისტორია“ (2001), „ნედ კელი“ (2003), „კუზიანი მთა“ (2005) და „ბნელი რაინდი“ (2008).[1] მსახიობობასთან ერთად იყო მუსიკალური ვიდეოების პროდიუსერი და რეჟისორი და ესწრაფოდა, გამხდარიყო კინორეჟისორი.[2]

ენის დელ მარის განსახიერებით ფილმში „კუზიანი მთა“, 2005 წელს ლეჯერმა მიიღო ნიუ-იორკის ფილმის კრიტიკოსთა წრეების ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი“, ხოლო 2006 წელს - „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან და ნომინირებული იყო 2005 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კატეგორიაში „ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“,[3] ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში“.[4] სიკვდილის შემდეგ მან მიიღო „დამოუკიდებელი სულის რობერტ ალტმანის პრემია“ მსახიობთა დანარჩენ შემადგენლობასთან ერთად, მისი მიერ ჩატარებული სამუშაოსთვის რეჟისორის და კასტინგის რეჟისორის აპლუაში ფილმზე „მე იქ არ ვარ“, რომელიც შთაგონებული იყო ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის ბობ დილანის ცხოვრებითა და სიმღერებით. ფილმში ლეჯერი განასახიერებს გამოგონილ მსახიობს სახელად რობი კლარკი, ერთ-ერთ პერსონაჟს იმ ექვსიდან, რომლებიც ასახავენ დილანის ცხოვრებისა და პერსონის ასპექტებს.[5] ლეჯერმა მიიღო არაერთი ჯილდო მის მიერ განსახიერებული ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“, მათ შორის ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, საუკეთესო მსახიობის საერთაშორისო ჯილდო 2008 წლის ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტის დაჯილდოებაზე, რითაც ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ჯილდო სიკვდილის შემდეგ,[6] ლოს-ანჯელესის ფილმის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 2009 წლის ოქროს გლობუსი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის[7] და 2009 წლის ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის.[4]

ლეჯერი დაიღუპა ოცდარვა წლის ასაკში[3][8] „გამოწერილი წამლების მომწავლელი კომბინაციის“ შემთხვევითი მიღების გამო.[9][10][11] სიკვდილამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე დაასრულა ლეჯერმა გადაღებები მისი ბოლო, ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“.[12] სიკვდილის მომენტისათვის, 2008 წლის 22 იანვრისთვის, მას გადაღებების დაახლოებით ნახევარი ჰქონდა დასრულებული ტონის როლზე, ტერი გილიამის ფილმისთვის „დოქტორ პარნასის წარმოსახვა“.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1999 ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი 10 Things I Hate About You პატრიკ ვერონა
2000 პატრიოტი The Patriot გაბრიელ მარტინი
2003 ნედ კელი Ned Kelly ნედ კელი
2005 კუზიანი მთა Brokeback Mountain ენის დელ-მარი
2006 კენდი Candy დონ კარტერი
2007 მე იქ არ ვარ I'm Not There ბობ დილანი
2008 ბნელი რაინდი The Dark Knight ჯოკერი
2009 დოქტორ პარნასის წარმოსახვა The Imaginarium of Doctor Parnassus ტონი შეპარდი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. 3.0 3.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. 4.0 4.1 ჯილდოების მონაცემთა ბაზა. ფილმებისა და ტელევიზიის ჯილდოების ბრიტანული აკადემია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2009-10-16.
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. ლეჯერმა მიიღო ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან. ABC Online. ციტირების თარიღი: 2008-12-06.
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში