ჰოლივუდი
ჰოლივუდი (ინგლ. Hollywood) — ლოს-ანჯელესის უბანი (კალიფორნია, აშშ), რომელიც დაუნტაუნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.[1] მისი სახელგანთქმულობისა და კულტურული იდენტურობის გამო კინო სტუდიებთან და ვარსკვლავებთან, სიტყვა „ჰოლივუდი“ ამერიკის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიასთან ასოცირდება. დღესდღეობით კინო ინდუსტრია გარშემო მდებარე ადგილებშია მიმოფანტული, როგორიცაა ბერბანკი და ვესტსაიდი, მაგრამ დამატებითი ინდუსტრიები (როგორიცაა სამონტაჟო, ეფექტების, პოსტ-წარმოების, და განათების კომპანიები) ჰოლივუდში რჩება.
ჰოლივუდის ბევრი ისტორიული თეატრი საკონცერტო სცენებად და ძირითადი თეატრალური პრემიერებისთვის გამოიყენება, ისინი ასევე მასპინძლობს ხოლმე კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიას. იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მასთანაა განლაგებული სახელგანთქმული დიდების ხეივანი.
იმისდა მიუხედავად, რომ ლოს-ანჯელესში არაა მიღებული რომელიმე უბნისთვის ან დასახლებისთვის საზღვრების დაადგენა, ჰოლივუდი აქ გამონაკლისია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 680.
რესურსები ინტერნეტში
- AboutHollywood.com Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted – Top Hollywood Area Resource
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted