(Don't Go Back To) Rockville
„(Don't Go Back To) Rockville“ | ||||
---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — R.E.M. | ||||
ალბომიდან Reckoning | ||||
B-მხარე | „Catapult“ (საკონცერტო) | |||
გამოსვლის თარიღი | 16 ოქტომბერი, 1984 | |||
ჩაიწერა | 1984 | |||
ჟანრი | ჯენგლ-პოპი[1], ქანთრი-როკი[2] | |||
ხანგრძლივობა |
Error: 'h' and 'm' values must be integers. | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | I.R.S | |||
ავტორ(ებ)ი | ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი[3] | |||
პროდიუსერი | დონ დიქსონი და მიტჩ ისტერი | |||
R.E.M. — სინგლების ქრონოლოგია | ||||
„(Don't Go Back To) Rockville“ — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ R.E.M.-ის სიმღერა და სინგლი მეორე სტუდიური ალბომიდან Reckoning. ეს სიმღერა „ბილბორდის“ ცხელ ასეულში ან ბრიტანეთის ჩარტებში არ მოხვედრილა. სიმღერის ავტორია მილზი (ალბომზე ავტორებად მითითებულები არიან ბერი/ბაკი/მილზი/სტაიპი). იგი დაიწერა 1980 წელს, როგორც თხოვნა ინგრიდ შორის, მილზის მეგობარი გოგონასადმი, არ დაბრუნებულიყო როკვილში (მერილენდი)[4], თავის მშობლებთან.[5] შორი, რომელიც შემდგომში ჟურნალისტი გახდა, წერდა მილზთან ურთიერთობის შესახებ და სიმღერის ისტორია ჯგუფის შესახებ ამა თუ იმ წიგნში აღწერილია[5]. პიტერ ბაკი ამბობდა, რომ თავდაპირველად ნომერი სრულდებოდა პანკის და თრეშის სტილისტიკით, მაგრამ სინგლისთვის ჩაიწერა ქანთრის ჟანრში, როგორც სახუმარო მიძღვნა მენეჯერ ბერტ დაუნზისადმი.[6] დროთა განმავლობაში საკონცერტო გამოსვლებისას მილზმა თავად დაიწყო სიმღერაში წამყვანი ვოკალის შესრულება, მაიკლ სტაიპის სანაცვლოდ. 1998 წელს R.E.M. გამოვიდა VH1 Storytellers-ზე, სადაც მაიკმა სიმღერაში გაჟღერებული სოლო პიანინოზე შეასრულა. საკონცერტო ვერსია გამოვიდა 2004 წელს, სინგლის „Leaving New York“ B-მხარეზე და შეტანილია 2007 წლის R.E.M. Live-ში. სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორები - ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი. ევროპული სინგლები
ამერიკული სინგლები
შენიშვნები1 Theater El Dorado, პარიზი, საფრანგეთი, 20 აპრილი, 1984. სქოლიო
|