შინაარსზე გადასვლა

17473 Freddiemercury

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17473 Freddiemercury

სხვა სახელები 1991 FM3
აღნიშვნა 17473
აღმოჩენა
აღმომჩენი ანრი დებეონი
აღმოჩენის ადგილი ლა-სილიის ობსერვატორია
აღმოჩენის თარიღი 21 მარტი, 1991
ორბიტალური მახასიათებლები
აფელიუმი 2.7604
პერიჰელიუმი 2.0187
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0.1552
დახრილობა (i) 0.9123°
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 3.435±0.374 კმ
ბრუნვის პერიოდი (T) 3.69 წელი

17473 Freddiemercury, დროებითი აღნიშვნით 1991 FM3 — 3.4 კმ დიამეტრის მქონე კაშკაშა ასტეროიდი ასტეროიდთა სარტყლის შიდა რეგიონში. 1991 წლის 21 მარტს, ევროპის სამხეთული ობსერვატორიის ლა-სილიის ობსერვატორიაში (ჩილე) აღმოაჩინა ბელგიელმა ასტრონომმა ანრი დებეონმა.[1]

ასტეროიდი მზიდან 2,0–2,8 ასტრონომიული ერთეულის მოშორებით მდებარეობს და მის გარშემო ერთ შემოვლას 3 წელსა და 8 თვეს ანდომებს (1349 დღე). ორბიტის ექსცენტრიულობა 0,16-ია, ეკლიპტიკისადმი დახრილობა კი 1°.[2] ასტეროიდის პირველი დაკვირვება მის აღმოჩენამდე 9 წლით ადრე, 1982 წელს, ყირიმის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მოხდა.[1] NASA-ს Wide-field Infrared Survey Explorer-ის მისია NEOWISE-ის მოხსენების თანახმად, ასტეროიდის დიამეტრი 3,4 კილომეტრია, ზედაპირის ალბედო კი 0,313.[3] 2016 წლისთვის, ასტეროიდის შემადგენლობა, ისევე როგორც როტაციის პერიოდი და ფორმა, უცნობი რჩება.[2]

2016 წლის 5 სექტემბერს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა და მცირე პლანეტათა ცენტრმა, მომღერალ ფრედი მერკურის პატივსაცემად, ასტეროდის მისი სახელი, Freddiemercury უწოდა. აღსანიშნავია, რომ მისი აღმოჩენა სწორედ მომღერლის გარდაცვალების წელს მოხდა,[4] დროებითი სახელი კი მის ინიციალებს შეიცავდა. სახელის დარქმევის შესახებ საზოგადოებას Queen-ის ყოფილმა წევრმა, ინგლისელმა მომღერალმა და ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ ამცნო შვეიცარიაში, მონტროს კაზინოში, მომღერლის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე.[5][6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 17473 (1991 FM3). Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 6 September 2016.
  2. 2.0 2.1 JPL Small-Body Database Browser: 17473 (1991 FM3). Jet Propulsion Laboratory. ციტირების თარიღი: 6 September 2016.
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. MPC/MPO/MPS Archive. Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 6 September 2016.
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=17473_Freddiemercury&oldid=212654“-დან