25 მაისი
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
25 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 145-ე დღე (ნაკიან წლებში - 146-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 220 დღე.
დღის მოვლენები
- 1085 : კასტილიის მეფე ალფონსო VI-მ ტოლედო „მავრებისგან“ (მუსულმანებისგან) გაათავისუფლა.
- 1781 : ფილადელფიაში დაარსდა ჩრდილოეთ ამერიკის ბანკი
- 1787 : ამერიკის კონსტიტუციის შექმნის მიზნით, ფილადელფიაში, ჯორჯ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით შეიკრიბა საკონსტიტუციო კონვენტი.
- 1810 : სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა სახელმწიფო რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები.
- 1869 : გაიხსნა ვენის ოპერის თეატრის შენობა
- 1882 : დაარსდა კანადის სამეფო სამეცნიერო საზოგადოება
- 1895 : მწერალი, პოეტი და დრამატურგი ოსკარ უაილდი ორი წლით საპყრობილეში ჩასვეს მამათმავლობის გამო.
- 1901 : დაარსდა არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი „რივერ პლეიტ“-ი
- 1938 : ესპანეთის სამოქალაქო ომი: ალიკანტეს დაბომბვამ 313 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1946 : იორდანიამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1953 : აშშ ნევადის საცდელ ბაზაზე პირველ და ერთადერთ ბირთვულ არტილერიულ გამოცდას ატარებს.
- 1963 : ადის-აბებაში, ეთიოპია, აფრიკული ქვეყნების პირველ კონფერენციაზე შეიქმნა აფრიკის ერთობის ორგანიზაცია (აეო) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ეს დღე აფრიკის განთავისუფლების დღედ გამოცხადდა.
- 1977 : კინოეკრანებზე გამოვიდა „ვარსკვლავური ომების“ პირველი ფილმი (ეპიზოდი ოთხი) რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ფილმად კინოს ისტორიაში.
- 1981 : სპარსეთის ყურის 6 ქვეყანამ ხელი მოაწერა აბუ-დაბის ქარტიას ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს შექმნის მიზნით.
- 1985 : ტროპიკულმა ციკლონმა ბანგლადეშში 10.000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1989 : სომხეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის სუვერენიტეტი.
- 1989 : მოსკოვში დაიწყო სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა. მ. გორბაჩოვი არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
- 2000 : ისრაელმა დაასრულა ლიბანის 22-წლიანი ოკუპაცია.
- 2001 : მუხროვანის ბრიგადის ტერიტორია უნებართვოდ დაიკავა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა ბატალიონმა. მეამბოხეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
- 2003 : ნესტორ კირხნერი არგენტინის პრეზიდენტი გახდა კარლოს მენემის დამარცხებით.
- 2009 :
- ჩრდილოეთ კორეამ, ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდა მოაწყო.
- ციკლონმა აილამ ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე 212 ადამიანი იმსხვერპლა.
- 2013 : მიუნხენის „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი მეხუთედ მოიპოვა.
- 2014 :
- დალია გრიბაუსკაიტე მეორე ვადით გახდა ლიტვის პრეზიდენტი.
- პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
- 1892 : ბროზ ტიტო, იოსიპ — იუგოსლავიის პრეზიდენტი 1953-80 წლებში.
- 1931 : გრეჩკო, გეორგი — რუსი მფრინავი-კოსმონავტი.
- 1948 : კლაუს მაინე — გერმანელი ვოკალისტი და კომპოზიტორი, როკ ჯგუფ სკორპიონსის წევრი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1819 : დავით ბატონიშვილი — ქართველი მწერალი და მეცნიერი.
- 1944 : ლორთქიფანიძე, ნიკო — ქართველი მწერალი.
- 1978 : ტოლსდორფი, თეოდორ — ვერმახტის გენერალ-ლეიტენანტი.
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
- გაერო : აფრიკის განთავისუფლების დღე.
- სარა კალის ნათლობა, კათოლიკე ბოშების დღესასწაული
- პირსახოცისსაერთაშორისო დღე
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
- უკრაინა, კიევის დღე
- თურქმენეთი, აშხაბადის დღე
- რუსეთი, ფილოლოგის დღე
- დიდი ბრიტანეთი, გაზაფხულის დასასრული
- არგენტინა, მაისის რევოლუციის დღე.
- იორდანია, განთავისუფლების დღე(დამოუკიდებლობის დღე)
- სუდანი, რევოლუციის დღე.
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აფრიკის დღე
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები