შინაარსზე გადასვლა

About Face (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
About Face
ფაილი:David-Gilmour-About-Face-329323.jpg
studio —
გამოცემის თარიღი 5 მარტი, 1984 (1984-03-05) (ბრიტანეთი)
6 მარტი, 1984 (1984-03-06) (აშშ)[1] (2006 წელს ხელახლა გამოიცა)
ჩაიწერა 1983
სტუდია Pathé Marconi Studio, პარიზი; ები-როუდის სტუდიები, ლონდონი; ხმის მიქსი - Mayfair Studios, ლონდონი[2]
ჟანრი
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ლეიბლი
პროდიუსერი
დეივიდ გილმორი — ქრონოლოგია
David Gilmour
(1978)
About Face
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
On an Island
(2006) თარგი:!)
სინგლები ალბომიდან About Face
  1. „Blue Light“
    გამოცემის თარიღი: 13 თებერვალი 1984
  2. „Love on the Air“
    გამოცემის თარიღი: 24 აპრილი 1984
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ალბომის რეიტინგები

About Face — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის მეორე სოლო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წლის მარტში. ალბომის პროდიუსერები არიან დეივიდ გილმორი და ბობ ეზრინი. ორი სიმღერა ერთობლივად დაიწერა პიტ ტაუნსენდისა და დეივიდ გილმორის მიერ, ყველა დანარჩენი სიმღერის ავტორია გილმორი.

ისტორია

ალბომი ჩაიწერა საფრანგეთში, ხმის ინჟინრის ენდრიუ ჯექსონის დახმარებით, იმ პერიოდში, როდესაც პინკ ფლოიდის ბედი უცნობი იყო. ალბომის ხმის მიქსი შეასრულა ჯეიმზ გათრიმ, სტუდიაში მაისიfair (ლონდონი).

ალბომზე უკრავენ ცნობილი მუსიკოსები: ჯეფ პორკარო, პინო პალადინო, ჯონ ლორდი და სტივ უინვუდი.

2006 წელს, გადაცემაში In the Studio with Redbeard, რომელიც მიეძღვნა დეივიდის ალბომს On an Island, გილმორმა აღნიშნა: „რომ გადავხედოთ ამ ალბომს, დავინახავთ, რომ იქ ბევრი კარგი ადგილია, მაგრამ მისი მთლიანი განწყობა, რომელიც 1980-იანი წლების სტილის მატარებელია, ჩემთვის მეტისმეტია“.

ალბომში შესული მუსიკის ნაწილი ჟღერს დისკოს სტილში, განსაკუთრებით ეს ეხება სიმღერას Blue Light (მოგვიანებით, ამ სიმღერის რემიქსი შეასრულა ფრანსუა კევორკიანმა). ეს უკანასკნელი პინკ ფლოიდის თაყვანისმცემლების ჟურნალის The Amazing Pudding მკითხველებმა დაასახელეს პინკ ფლოიდის რომელიმე წევრის ყველაზე ცუდ სოლო სიმღერად. ამერიკული რადიოსადგურებისათვის პრომო-სინგლების სახით გამოიცა სამი სიმღერა - Love on the Air, All Lovers Are Deranged და Murder.

ბრიტანეთში ალბომი მოხვდა ჩარტების #21 ადგილზე, ხოლო აშშ-ში — #32 ადგილზე.

2006 წლის 14 აგვისტოს კომპანიამ EMI ალბომი გამოუშვა განახლებული ჟღერადობით. აშშ-სა და კანადაში იგი გამოიცა იმავე წლის 12 სექტემბერს.

სიმღერების სია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

შენიშვნა: 2006 წლის რემასტერში სიმღერების Until We Sleep და Near the End ხანგრძლივობაა 5:20 და 5:50.

სხვა მასალა

ალბომისთვის დაიწერა კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც მასში არ შეიტანეს. მისი სხვადასხვა ვერსიები შექმნეს როი ჰარპერმა და პიტ ტაუნსენდმა. ჰარპერმა თავისი ვერსია, სახელწოდებით Hope გამოიყენა საკუთარ, 1985 წლის ალბომში Whatever Happened to Jugula? (რომელიც ჯიმი პეიჯთან ერთად ჩაწერა). ტაუნსენდმა იგივე სიმღერა, ოღონდ სახელით White City Fighting საკუთარ სოლო ალბომში White City: A Novel (1984) შეიტანა.

გარეკანი

გარეკანზე გამოსახულია დეივიდ გილმორის სახე. გარეკანის ერთ-ერთ ნაწილზე დაბეჭდილია Fleudian slip.

სტორმ თორგერსონი, გარეკანის ავტორი:

ჩვენ მრავალი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ ყველაზე დეივიდი ცდილობდა სუპერვარსკვლავის განსახიერებას და მაგარ ბიჭად მოჰქონდა თავი. საბოლოოდ, ყველა ფოტო მეტად პათოსური გამოვიდა. შემდეგ კი ვუთხარით, რომ ფოტოსესია დასრულდა და დეივიდი დაინტერესდა, თუ სად იყო ტუალეტი. აი მაშინ გადავუღეთ კიდევ ერთი სურათი.

თორგერსონი ალბომის გაფორმებაზე მუშაობდა ფსევდონიმით sTd, ვინაიდან როჯერ უოტერსმა იგი დააშორა პინკ ფლოიდთან დაკავშირებულ საქმიანობას.

პერსონალი

შემსრულებლები
ტექნიკური პერსონალი

ჩარტები

ალბომიბილბორდი (აშშ)

წელი ჩარტები პოზიცია
1984 ბილბორდის ცხელი 200-ეული 32

სინგლები — ბილბორდი (აშშ)

წელი სინგლი ჩარტები პოზიცია
1984 Blue Light ბილბორდის ცხელი 100-ეული 62
1984 Blue Light მეინსტრიმული როკ სიმღერები 35
1984 All Lovers Are Deranged მეინსტრიმული როკ სიმღერები 10
1984 Murder მეინსტრიმული როკ სიმღერები 13

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. The Official Site. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 1 November 2013.
  2. David Gilmour - About Face (Vinyl, LP, Album) (1984-03-05). ციტირების თარიღი: 2017-07-09.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted