Adobe After Effects
Adobe Animate | |
---|---|
ფაილი:Adobe After Effects CC.png Adobe After Effects | |
ავტორი | Company of Science and Art |
მწარმოებელი |
|
გამოვიდა | იანვარი, 1993 |
ბოლო გამოშვება | 2023 (23.6)[1] / 20 ივნისი, 2023 |
პროგრამირების ენა | C/C++[2] |
ოს | *Windows 10 (მხოლოდ x64) V20H2 და შემდგომი
|
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ვიზუალური ეფექტები, მოძრავი გრაფიკა, კომპოზიტინგი, კომპიუტერული ანიმაცია |
ლიცენზია | საცდელი პროგრამული უზრუნველყოფა |
საიტი | adobe.com/products/aftereffects |
Adobe After Effects — Adobe Systems-ის მიერ გამოშვებული პროგრამა ვიდეოს რედაქტირებისთვის. პროგრამა შექმნილია სხვადასხვა ციფრული ეფექტების შექმნისთვის, კომპოზიციისთვის და ანიმაციისთვის. მას იყენებენ ფილმების, მუსიკალური კლიპების და სარეკლამო რგოლების დასამზადებლად.
აღწერა
After Effects-ის მთავარი სამუშაო დაფა შედგება რამდენიმე პანელისგან. მათ შორის, სამი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პანელებია: პროექტის, კომპოზიციის და დროის პანელები. პროექტის პანელი მუშაობს, როგორც ყუთი, სადაც შესაძლებელია სამუშაო ფაილების ჩაყრა, მაგ.: ფოტო, ვიდეო ან აუდიო ფაილი და ა.შ. ფაილებზე ეფექტების დადება, დროის, ზომის და მდებარეობის შეცვლა ხდება როგორც დროის პანელიდან, ასევე, კომპოზიციის პანელიდან.
Adobe After Effects თავისუფლად ითავსებს Adobe-ს სხვა და სხვა პროგრამებს, მაგ.: Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Premiere Pro, Adobe Encore და Adobe Flash. ასევე, პროგრამა მუშაობს 3დ პროგრამებთან, როგორიც არის Cinema 4D, LightWave 3D, და Autodesk 3D MAX.
After Effects თავდაპირველად გამოუშვა Company of Science and Art-მა Providence, Rhode Island-ზე სადაც გამოვიდა მისი პირველი ორი ვერსია: 1.0 (იანვარი, 1993[3]) და 1.1.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Release Notes, After Effects en-US (August 9, 2023). ციტირების თარიღი: August 9, 2023
- ↑ (Oct 18, 2022) After Effects SDK Guide, Release 22.0.0. Adobe.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted