Applause
„Applause“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — ლედი გაგა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ალბომიდან Artpop | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოსვლის თარიღი | 12 აგვისტო, 2013 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | ელექტროპოპი[1] | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | 3:32 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Streamline, Interscope | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორ(ებ)ი | ლედი გაგა, პოლ ბლერი[2] | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ლედი გაგა, DJ White Shadow[3] | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
„Applause“ (ქართ. აპლოდისმენტები) — ამერიკელ მომღერალ ლედი გაგას სიმღერა და სინგლი, მისი მესამე სტუდიური ალბომიდან Artpop (2013). მისი ავტორები და პროდიუსერები არიან ლედი გაგა და DJ White Shadow. სიმღერა გამოიცა ალბომის პირველი სინგლის სახით.[2][3] თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი 2013 წლის 19 აგვისტოს, ლეიბლზე Interscope Records გამოცემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიმღერის ორმა ნაწყვეტმა გაჟონა ინტერნეტში 10 აგვისტოს, გადაწყდა სინგლის ოფიციალურად გამოშვება.[4][5] სიმღერა დაწერილია 2012 წელს Born This Way Ball-ის ფარგლებში და გადაწყდა გამოსულიყო სინგლად მას შემდეგ რაც 2013 წლის თებერვალში გაგამ ფეხზე ტრავმის გამო შეწყვიტა ტურნე, ასევე გაგამ განაცხადა, რომ ბარძაყის ოპერაციის შემდგომ მან ტექსტში შეიტანა პატარა ცვლილებები, ასევე გაგამ განაცხადა, რომ "ფანების ოვაციები" რომელიც სიმღერის ბოლოშია, არის Born This Way Ball-ის ერთ-ერთი კონცერტიდან. ჩაწერა„Applause“-ის ავტორები არიან ლედი გაგა და DJ White Shadow. სიმღერა დაიწერა ტურნეს The Born This Way Ball Tour მსვლელობისას, 2012 წელს. [2][3] ჭორები იმის შესახებ, რომ იგი 2013 წლის დასაწყისში, ალბომში Artpop შევიდოდა, გავრცელდა, როდესაც მომღერალმა თავის Twitter-ში გაავრცელა სიმღერის ტექსტი და მიაწერა „The Applause“. 2013 წლის ივლისში ლედი გაგამ განაცხადა, რომ „Applause“ გამოიცემოდა 2013 წლის 19 აგვისტოს.[6] გამოცემა და პრომოკამპანიასიმღერა არის ნაზავი ელექტრო-პოპის და ევროდენსის, რაც იწვევს გაგას სადებიუტო სტუდიური ალბომ The Fame-ის მოგონებას. სიმღერის ტექსტში აღწერილი თუ როგორ არის დამოკიდებული გაგა გულშემატკივრებზე და მათ აპლოდისმენტებზე. სიმღერამ თანამედროვე კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი მიმოხილვა და მათ აღნიშნეს, რომ სიმღერაზე იგრძნობა ენი ლენოქსის და დევიდ ბოუის გავლენა. ნაადრევი პრემიერის გამო ვერ მოხერხდა სიმღერის რადიოებისთვის გავრცელება და მხოლოდ რამოდენმე რადიოსადგურმა თავიანთი ინიციატივით დაამატა სიმღერა პლეილისტში, ხოლო 19 აგვისტოდან სიმღერა უკვე ოფიციალურად დაემატა ყველა რადიო სადგურს. რადიო რელიზის შემდგომ სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში და დაიკავა მე-4 პოზიცია და გახდა გაგას რიგით მე-12 სიმღერა, რომელიც მოხვდა ბილბოარდის ცხელი ასეულის ათეულში, ასევე სიმღერამ ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული სიმღერების ჩარტში დაიკავა პირველი ადგილი. სიმღერამ ასევე შევიდა 20-ზე მეტი ქვეყნის ათეულში. სიმღერის გამოსვლის თანავე გაგამ აქტიურად დაიწყო პრომოკამპანია და ჩნდებოდა პაპარაცების წინაშე სიმღერის ალბომის გარეკანზე წარმოდგენილი მაკიაჟით, რომელიც ყოველდღე სხვადასხვანაირი იყო. გაგამ ასევე სიმღერა რამდენიმეჯერ ცოცხლად შეასრულა - მათ შორის 2013 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, სადაც 4 წუთში მოახერხა და აჩვენა მაყურებელს თავისი ისტორია. მუსიკალური ვიდეოსიმღერაზე გაგამ გადაიღო ვიდეო, რომლის რეჟისორი არის ჰოლანდიელი ფოტოგრაფი დუეტი Inez and Vinoodh, რომელთაც გაგასთან არაერთხელ უთანამშრომლიათ. ვიდეოს მსოფლიო პრემიერა გაიმართა 19 აგვისტოს „დილა მშვიდობისა ამერიკის“ ეთერში და ასევე ნიუ-იორკში ტაიმზ-სქვერის დიდ ეკრანზე. ვიდეომ 24 საათში მუსიკალური ვიდეოების პლატფორმა VEVO-ზე დააგროვა 10,5 მილიონი ნახვა და გახდა რიგით მე-4 ვიდეო, რომელმაც 24 საათში დააგროვა 10 მილიონზე მეტი ნახვა. სიმღერების სია
გამოცემების ისტორია
სქოლიო
|