მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Heavy Metal Lover (ქართ. მძიმე მეტალის მოყვარული) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, მისი მეორე სტუდიური ალბომიდან Born This Way (2011). სიმღერა დაწერილია გაგას და ფერნანდო გერიბეის მიერ, რომლებიც ასევე სიმღერის პროდიუსერებიც არიან. გაგას თქმით სიმღერა ეძღვნება მის ერთ-ერთ ყოფილ მეგობარ ბიჭს. "Heavy Metal Lover" გადაწყვეტილია ელექტრო პოპის სტილში, რომელიც ასევე შეიცავს ტექნოს, ჰაუს და ტრანს მუსიკას. სიმღერის მთავარი თემაა სექსი და ალკოჰოლი. სიმღერის ინსტრუმენტალის პრემეირა მოხდა ალბომის გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გაგას ვებეპიზოდის "Transmission Gagavision"-ის 41-44-ე სერიებში.
სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არ გამოსულა როგორც სინგლი, MTV-მ დაასახელა, როგორც მეოთხე საუკეთესო სიმღერა 2011 წელს.[2] სიმღერამ ბელგიის 50 საუკეთესო სიმღერის ჩარტში დაიკავა 21-ე ადგილი. 2011 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგამ სიმღერა შეასრულა ტაიმზ-სქვერზე. გაგა სიმღერას ასევე ასრულებს ახალ მსოფლიო ტურ Born This Way Ball-ზე.
სიმღერების სია
- "Heavy Metal Lover" – 4:12
კრედიტები და პერსონალი
ჩარტი
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted