მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Atari XE Video Game System, უფრო მეტად ცნობილი, როგორც Atari XEGS — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შემუშავებული კომპანია Atari Corporation-ის მიერ 1987 წელს.
ის დაფუძნებულია Atari-ს 8 ბიტიან 65XE კომპიუტერზე და მასზე თავსებადია Atari-ს 8 ბიტიანი კომპიუტერების პროგრამული ბიბლიოთეკა. დამატებით მას შეუძლია შეასრულოს როგორც სათამაშო კონსოლის, ასევე სრულყოფილი კომპიუტერის ფუნქცია. ის გამოიყენებს MOS Technology-ის 6502C-ის ცენტრალურ პროცესორს, ANTIC-ის გრაფიკულ პროცესორს და 67 კბ ოპერატიულ მეხსიერებას. კონსოლი, ასევე მოიხმარს ატარის კომპიუტერების თითქმის ყველა პერიფერიალს, მათ შორის მოდემსა და პრინტერს.[2] ატარიმ კონსოლი გამოსცა ორი ფორმით: ერთი როგორც საბაზისო კომპლექტი, რომელსაც თან ახლდა მხოლოდ ჯოისტიკი და მეორე დელუქს კომპლექტი, რომელსაც მოჰყვებოდა კლავიატურა, ჯოისტიკი და სინათლის პისტოლეტი, რომელიც აგრეთვე თავსებადი იყო 7800 და Atari 2600-თან.[2][3]
XEGS-ს ჩაშენებული ჰქონდა ვიდეო თამაში „Missile Command“[2] და გააჩნდა ახალი პროექტების, Barnyard Blaster-ის და „Bug Hunt“ მხარდაჭერა. საერთო ჯამში კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო 32 ერთეული თამაში.
გალერეა
თამაშები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Atari-ს აპარატული უზრუნველყოფა |
---|
| პერსონალური კომპიუტერები | |
---|
| პორტატიული კომპიუტერები | |
---|
| ვიდეო თამაშების კონსოლები | |
---|
| გაუქმებული პროტოტიპები | |
---|
| სხვა | |
---|
|
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| მესამე თაობა |
|
---|
| |
|