Don't Panic (სიმღერა)
„Don't Panic“ | ||||
---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — Coldplay | ||||
ალბომიდან Parachutes | ||||
გამოსვლის თარიღი | 27 აგვისტო, 2001 | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:17 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი | |||
პროდიუსერი | კენ ნელსონი, Coldplay | |||
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია | ||||
Don't Panic — მეოთხე სინგლი Coldplay-ს სადებიუტო ალბომიდან Parachutes. რეგიონული სინგლები გამოვიდა ევროპაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში (სინგლის და Live EP), დანიაში (Live EP), და ავსტრალიაში. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში გამოვიდა პრომო გამოცემა. ალბომზე არსებული სიმღერის ვერსია ყველა სინგლის შემადგენლობაში შედის. ისტორიაDon't Panic ალბომ Parachutes-ის პირველი სიმღერაა და ძირითადად გიტარაზეა დაფუძნებული. თავიდან მას Panic ერქვა და იმ ექვს სიმღერას შორის იყო, რომლებიც Coldplay-მ 1998 წელს თავის პირველ კონცერტზე დაუკრა. საბოლოოდ სიმღერის სათაური Don't Panic გახდა. ამ სიმღერის პირველი ვერსია 1999 წლის ივლისში იქნა ჩაწერილი. მასსა და ალბომში შესულ ვერსიას შორის რამდენიმე განსხვავება იყო. ტურნეს A Rush of Blood to the Head Tour დროს, ამ სიმღერას განსხვავებული შესავალი ჰქონდა. ასევე გადასვლების დროს, მარტინი ელექტრონულ გიტარაზე, ხოლო ჯონ ბაკლენდი - ჰარმონიკაზე უკრავდა. სოლოს დასრულების შემდეგ, ის მუდმივად ისროდა ხოლმე ჰარმონიკას დარბაზში. 2005 წლის კონცერტებზე ინსტრუმენტული სოლოს დროს სრულდებოდა მელოდია Depeche Mode-ის სიმღერიდან Enjoy the Silence. სიმღერების სია
მუსიკალური ვიდეოსიმღერის მუსიკალური ვიდეოს ავტორია ტიმ ჰოუპი. კლიპში გამოყენებულია ჯგუფის რეალური სახეები, მაგრამ სხეულები აპლიკაციური ანიმაციით არის დამზადებული. იგივე ეხება კლიპში გამოყენებულ სხვა ობიექტებსაც. კლიპში ასევე ჩნდება ყვითელი ფერის გლობუსი, რომელიც ალბომის Parachutes ყდაზეა გამოყენებული. რესურსები ინტერნეტში
|