Eluveitie
ელვეიტი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯგუფის გამოსვლა 2023 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოშობა | ციურიხი, შვეიცარია |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკ მეტალი, მელოდეზი, კელტური მეტალი |
აქტიური | 2002 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Eluveitie (იკითხება, როგორც ელვეიტი[1]) — შვეიცარიული ფოლკ მეტალ ჯგუფი, ციურიხის კანტონის ქალაქ ვინტერთურიდან. იგი დააარსა კრიგელ გლანცმანმა 2002 წელს და პირველი მინიალბომი, Vên, 2003 წელს გამოვიდა. Vên გლანცმანის მხოლოდ სტუდიური პროექტი იყო, მაგრამ მისმა წარმატებამ ამ ჯგუფის სრულად ჩამოყალიბება განაპირობა, რომელიც ახლა თავს „ფოლკ მეტალის ახალ ტალღას“ უწოდებს. ჯგუფმა 2006 წელს პირველი სრული ალბომი, Spirit, გამოსცა. 2007 წელს ელვეიტიმ ხელშეკრულება Nuclear Blast–თან გააფორმა და მათი პირველი ერთობლივი შედეგი, Slania, 2008 წლის თებერვალს გამოვიდა. ალბომმა შვეიცარიულ ჩარტებში 35–ე ადგილს მიაღწია, ხოლო გერმანულ ჩარტებში 72–ე ადგილს.
ელვეიტის ორი რამ გამოარჩევს: ტრადიციული ინსტრუმენტების შესანიშნავად ფლობა და მათი ტექსტები, რაც ხშირად, უკვე მივიწყებულ, გალურ ენაზეა. ჯგუფის სახელწოდება მოდის მანტუაში აღმოჩენილი წარწერიდან (მიახ. 300 ძვ. წ.)[2]. – ეტრუსკული ასოებით დაწერილი სიტყვა „ელვეიტი“ განიმარტება, როგორც კელტური „ჰელვეტელის“ ერთ–ერთი ფორმა, რაც მანტუაში მცხოვრებ ჰელვეტური წარმოშობის ადამიანს უნდა აღნიშნავდეს.
მახასიათებლები
ელვეიტი ახდენს ტრადიციული კელტური ხალხური მელოდიებისა და გეტებორგის სტილის მელოდიური დეზ მეტალის შერევას. ჯგუფი იყენებს ისეთ ტრადიციულ ხალხურ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ვიოლინო, სალამური, ფლეიტა, გუდასტვირი და ზანფონი. მათ სიმღერებში არსებული ტრადიციული ხალხური მელოდიები აღებულია სხვადასხვა წყაროებიდან, მაგალითად ტრადიციული ირლანდიური რილებიდან. მათი ტექსტების ერთი ნაწილი ინგლისურადაა, ხოლო მეორე ნაწილი არქაულ გალურ ენაზეა. 2009 წელს გამოშვებულ ალბომში „Evocation I - The Arcane Dominion“, პირველის გარდა, ყველა სიმღერა გალურადაა. ელვეიტის ტექსტები ეფუძნება ამ ენაზე დაწერილ ლოცვებსა და ღმერთებისა და სულების გამოხმობებს.
წევრები
ამჟამინდელი წევრები
- ხრიგელ გლანცმანი – ვოკალი, მანდოლა, სალამური, გუდასტვირი, აკუსტიკური გიტარა, ბოურანი (2002–დღემდე)
- მერი ტადიჩი – ვიოლინო, ვოკალი (2003–დღემდე)
- მერლინ სუტერი – დასარტყმელი საკრავები (2004–დღემდე)
- რაფაელ ზალცმანი - სოლო–გიტარა (2012–დღემდე)
- ივო ჰენცი – რითმ–გიტარა (2004–დღემდე)
- ანა მერფი – ზანფონი, ვოკალი (2006–დღემდე)
- ქეი ბრემი – ბას–გიტარა (2008–დღემდე)
- პატრიკ კისტლერი – გუდასტვირი, სალამური (2008–დღემდე)
დისკოგრაფია
- Spirit (2006)
- Slania (2008)
- Evocation I: The Arcane Dominion (2009)
- Everything Remains (As It Never Was) (2010)
- Helvetios (2012)
- Origins (2014)
- Evocation II: Pantheon (2017)
- Ategnatos (2019)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Metalist Magazine, ინტერვიუები, ელვეიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-04. ციტირების თარიღი: 2012-11-21.
- ↑ Reproduction in R.C. De Marinis, Gli Etruschi a Nord del Po, Mantova, 1986.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted