ცულთავა
ცულთავა[1][2][3], ცულნისკარტა[2] (ლათ. Fratercula) — ფრინველთა გვარი ალკასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 30–35 სმ, მასა — 450–500 გ. მაღალი, კაშკაშა ნისკარტი გვერდებიდან ძლიერ შეკუმშულია. ზურგი შავია, სხეულის ქვედა ნაწილი — თეთრი. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. კარგად დადიან, ფრენენ, ცურავენ და ყვინთავენ. იკვებებიან მცირე თევზებითა და ზღვის უხერხემლოებით. ბუდობენ ჯგუფებად ან კოლონიებად ფლატეებიან ზღვის სანაპიროებზე; ერთ კვერცხს დებენ ღრმა სოროში, რომელსაც რბილ გრუნტში თხრიან, ან ქვების ქვეშ და კლდის ნაპრალებში. გამოჩეკილი ბარტყები დაფარულია გრძელი და ხშირი ღინღლით; ბუდეს მთლიანად შებუმბლულები ტოვებენ. ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილიდან ახალ მიწამდე სანაპიროებზე ცხოვრობს პოლარული ცულნისკარტა (F. arctica), ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე — წყნარი ოკეანის ცულთავა (F. corniculata).[4]
სახეობები
გვარი მოიცავს 3 არსებულ და 1 გადაშენებულ სახეობას:[5]
- პოლარული ცულთავა,[2] აგრეთვე პოლარული ცულნისკარტა[2], იგივე ცულთავა[6] (Fratercula arctica)
- ცულნისკარტა,[7] ქოჩორა ცულნისკარტა[8] (Fratercula cirrhata)[კ 1]
- წყნარი ოკეანის ცულთავა[9] (Fratercula corniculata)
- † Fratercula dowi
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
- ცულთავა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
კომენტარები
- ↑ ადრინდელი კლასიფიკაციებით ცალკე გვარში, ცულნისკარტაში (Lunda) იყო გაერთიანებული და ლათინურად Lunda currhata ეწოდებოდა
სქოლიო
- ↑ თარგი:ფნტ2
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 თარგი:BioDict
- ↑ თარგი:BioDict
- ↑ თარგი:დსე წიგნი
- ↑ Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 94. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
- ↑ თარგი:ფნტ2
- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 244.
- ↑ თარგი:ფნტ2
- ↑ თარგი:ფნტ2
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted