შინაარსზე გადასვლა

მეჭვავიასნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჭვავიასნაირნი
ფაილი:חופמאים-01.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ლათინური სახელი
Charadriiformes
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

მეჭვავიასნაირნი (Charadriiformes), ფრინველთა რიგი. აერთიანებს 3 ქვერიგს: თოლიებს (3 ოჯახი), ალკებს (1 ოჯახი) და საკუთრივ მეჭვავიებს (13 ოჯახი). რიგში გაერთიანებულია 113 (87) გვარის 289 სახეობა. მეჭვავიასნაირნი გავრცელებული არიან არქტიკიდან ანტარქტიკამდე და ზღვის დონიდან მთამაღალამდე. მეჭვავიასნაირთა მასა 20 გ - 3 კგ აღწევს. ბუდობენ მიწაზე ან კლდეებში, იშვიათად ქვებქვეშ სოროებში. დედალი დებს 1-4, ჩვეულებრივ ჭრელ კვერცხს. იკვებებიან ხმელეთისა და წყლის უხერხემლოებით, ზოგი — თევზით. მეზღვიები და ტანად დიდი თოლიები ანგრევენ სხვა ფრინველებთა ბუდეებს, ჭამენ ნარჩენებსა და მძორს. საქართველოში ბინადრობს მცირე წინტალა, მსევანი, შავულა, მებორნე, ტყის ქათამი. ზამთრობს პრანწია, დიდი ჭოვილო, ჩიბუხა და ჭყინპო. მიმოფრენისას გვხვდება 31 სახეობა, მ. შ. ყელსახვევიანი წინტალა, ზღვის წინტალა, ფეხჭოჭინა ანუ ოჩოფეხა და სხვა.

ლიტერატურა