GamesMaster
GamesMaster | |
---|---|
ფაილი:Game master.jpg | |
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | ჯოელ გრიგორი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Future plc Summit Media (2003-2006) |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო, ფილიპინები (2003-2006) |
პუბლიკაციის ისტორია | 17,492 (იან - დეკ 2013) |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ISSN | 0967-9855 |
GamesMaster — ყოველთვიური, მრვალფორმატიანი კომპიუტერული და ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელიც გამოიცემა დიდ ბრიტანეთში Future plc-ის მიერ.[1]. იგი არის ყველაზე მეტად გაყიდვადი მრავალფორმატიანი ჟურნალი გაერთიანებულ სამეფოში, რომლის გაყიდვები აჭარბებს თავისსავე დაძმობილებულ ჟურნალ Edge-ს[2].
ისტორია
ჟურნალი დაარსდა 1993 წელს, როგორც ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუს დამატება, თუმცა, როდესაც შოუმ ტრანსლაცია შეწყვიტა, ჟურნალმა გააგრძელა ფუნქციონირება[3].
ჟურნალი აქვეყნებს ვიდეო თამაშების მიმოხილვებსა და წინასწარ მიმოხილვებს, ასევე მოიცავს სიახლეებს ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან, პოსტერებს, ჟურნალის მკითხველთა წერილებსა და ყოველთვიურ შეჯიბრებს.
GamesMaster Philippines
2003 წელს ფილიპინურმა გამომცემელმა Summit Media-მ დაიწყო GameMaster-ის ფილიპინებში გამოშვება. თავდაპირველად, ჟურნალის ღირებულება შეადგენდა 95 ფილიპინურ პესოს ($2.06 ან £1.34 2009 წლის მონაცემით), თუმცა შემდეგ, ფასი გახდა 100 პესო ($2.17 ან £1.34 2009 წლის მონაცემით). გამოცემამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ადგილობრივ საზოგადოებაში. GamesMaster Philippines-ის გამოცემა შეწყდა 2006 წელს კორპორატიული რესტრუქტურიზაციიდან გამომდინარე.
GamesMaster in Arabic
1996–1999 წლებში ლიბანური გამომცემლობა უშვებდა ჟურნალის ბრიტანულ ვერსიას არაბულ ენაზე. მიუხედავად უხარისხო თარგმანისა, ჟურნალი იყიდებოდა კარგად, მიზეზ იყო ის, რომ აღნიშნულ რეგიონში იყო დიდი მოთხოვნა ვიდეო თამაშებზე და ასევე ის, რომ ამგვარი პროექტი, მანამდე არცერთ გამომცემელს არ განუხორციელებია.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ GamesMaster magazine. Future plc. ციტირების თარიღი: 2009-07-03.
- ↑ Magazine ABCs: Encouraging next-generation signs for Future’s games portfolio Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — Future Publishing. 17 August 2006.
- ↑ .GamesMaster Magazine - Issue One - January 1993. www.gamesmasterlive.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-20. ციტირების თარიღი: 2009-06-03.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|