Gliese 1132 b
Gliese 1132 b | ||||
---|---|---|---|---|
ფაილი:Exoplanet Comparison GJ 1132 b.png Gliese 1132 b-ისა და დედამიწის ზომების შედარება | ||||
სხვა სახელები | GJ 1132 b | |||
აღმოჩენა | ||||
აღმოჩენის თარიღი | 10 მაისი, 2015[1] November 12, 2015 (confirmed)[2] | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
დახრილობა (i) | −47° 09′ 12″ | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
მასა (m) | 1,6 დედამიწის მასა | |||
სპექტრალური კლასი | M3.5D | |||
ხილული ვარსკვლავური სიდიდე | 14,7 | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | 137 °C | |||
| ||||
|
Gliese 1132 b (შემოკლებით GJ 1132 b) — ეგზოპლანეტა დედამიწიდან 39 სინათლის წლის მოშორებით,[3] იალქნების თანავარსკვლავედში; გარს უვლის წითელ ჯუჯა ვარსკვლავ Gliese 1132-ს. პლანეტა უსიცოცხლოდ მიიჩნევა, თუმცა საკმარისად გრილია იმისათვის, რომ ატმოსფეროს ფლობდეს.[1] აღმოაჩინეს პროექტს MEarth-ის ჩილეში მდებარე ობსერვატორიიდან.[4]
Gliese 1132 b-ს უკვე უწოდეს „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა მზის სისტემის მიღმა ოდესმე აღმოჩენილთა შორის“. დედამიწასთან შედარებითი სიახლოვის გამო, ტელესკოპის საშუალებით განისაზღვრა მისი ატმოსფეროს შემადგენლობა, ქარების სიჩქარე და მზის ჩასვლის ფერები.[5][6][7] ეს ყველაფერი ნაწილობრივ მისი დედა-პლანეტის მცირე რადიუსის დამსახურებაა (მზის რადიუსის 21%), რაც პლანეტის ტრანზიტისას ვარსკვლავის სინათლის ეფექტებს ზრდის. პლანეტის დიამეტრი დედამიწსაზე დაახლოებით 20%-ით დიდია, მასა კი ჩვენი პლანეტისას 1,6-ჯერ აღემატება,[1] რაც იმაზე მიუთითებს, რომ Gliese 1132 b-ს დედამიწისნაირი კლოდვანი შემადგენლობა აქვს.[8] პლანეტა თავის ვარსკვლავს 1,6 დღეში უვლის გარს, 2,6 მილიონი კილომეტრის მანძილიდან.[4]
Gliese 1132 b დედამიწაზე 19-ჯერ მეტ ვარსკვლავურ რადიაციას იღებს.[3] ატმოსფეროს ზედა ფენებში ტემპერატურა სავარაუდოდ 260 °C-ია. მკვლევართა აზრით, ეს პლანეტა ჩვენს მეზობელ ვენერაზე ცხელია და მაღალი ტემპერატურა ზედაპირის სიახლოვესაც ნარჩუნდება.[8] შესაძლებელია, რომ პლანეტის ერთი მხარე უფრო ცივი იყოს, რადგან დედა-ვარსკვლავთან სიახლოვის გამო, იგი გრავიტაციულად ჩაკეტილი უნდა იყოს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ატმოსფერო სქელია, სიცხის გადაცემა თავისუფლად ხდება ჩაბნელებული მხარისთვისაც.
2017 წლის აპრილის დასაწყისში, ასტრონომებმა Gliese 1132 b-ის გარშემო ატმოსფეროს არსებობა დაადასტურეს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც დედამიწის მასისა და რადიუსის მქონე სხვა პლანეტის ირგვლივ მკვლევრებმა ატმოსფეროს მიაგნეს.[9][10][11]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ NASA Exoplanet Archive New ticker slide 1
- ↑ 3.0 3.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 4.0 4.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Sample, Ian. Earth-like world could be 'most important planet found outside solar system'. ციტირების თარიღი: 2015-11-11.
- ↑ Burgess, Matt. Exoplanet GJ 1132b: the 'most important' ever found (Wired UK). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-03. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 8.0 8.1 Eva Botkin-Kowacki. (2015-11-11) Spotted: A rocky Earth-sized planet close by. Christian Science Monitor.
- ↑ სუპერდედამიწის ტიპის პლანეტის გარშემო ატმოსფერო აღმოაჩინეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- ↑ Atmosphere around super-Earth detected, April 6, 2017, https://phys.org/news/2017-04-atmosphere-super-earth.html. წაკითხვის თარიღი: April 6, 2017
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted