შინაარსზე გადასვლა

Here, There and Everywhere

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Here, There and Everywhere“
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
1996 წლის ამერიკული, მუსიკალური აპარატებისთვის განკუთვნილის სინგლი, "Good Day Sunshine"-ით მეორე მხარეზე
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმულიThe Beatles
ალბომიდან Revolver
გამოსვლის თარიღი 5 აგვისტო 1966
ჩაიწერა 14 ივნისი 1966,
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი სოფტ-როკი,Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პოპიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ხანგრძლივობა Error: 'h' and 'm' values must be integers.
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Revolverსიმღერები

Here, There and Everywhere“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Revolver, რომელიც გამოვიდა 1966 წელს.

სიმღერის ავტორია პოლ მაკ-კარტნიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ალბომზე ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი). „Here, There and Everywhere“ პოლის ერთ-ერთი საყვარელი საავტორო სიმღერაა, ისევე, როგორც ჯორჯ მარტინის, სიმღერის პროდიუსერის. იგივე პატივისცემას სიმღერის მიმართ ჯონ ლენონი გამოხატავდა. 2000 წელს Mojo-ს ყველა დროის უდიდესი სიმღერების სიაში „Here, There and Everywhere“-მ მე-4 ადგილი დაიკავა.[1]

კომპოზიცია 1966 წლის ივნისში იწერებოდა, Revolver-ის შექმნის უკანასკნელ ეაპზე. მაკ-კარტნიზე მისი დაწერისას გავლენა იქონია ბრაიან უილსონის მიერ The Beach Boys-ისთვის დაწერილმა "God Only Knows"-მა.

შექმნა და შთაგონება

სიმღერის განხილვისას პოლ მაკ-კარტნი ხშირად იხსენებდა ბრაიან უილსონის ავტორობის „God Only Knows“-ს, როგორც შთაგონების წყაროს. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted უკანასკნელი შეტანილია The Beach Boys-ის 1966 წლის ალბომში Pet Sounds, რომელიც, თავის მხრივ, The Beatles-ის Rubber Soul-ით არის შთაგონებული (რომელიც წინა წლის დეკემბერში გამოვიდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[2] 1966 წლის 17 მაისს, The Beach Boys-ის ახალი ალბომის ამერიკაში გამოცემის მეორე დღეს, მაკ-კარტნი და ჯონ ლენონი ესწრებოდნენ Pet Sounds-ის მოსმენის დახურულ საღამო, გამართულს ლონდონის ვალდორფის სასტუმროში.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

უილსონის სიმღერებით შთაგონებულმა,[3] მაკ-კარტნიმ „Here, There and Everywhere“ დაწერა ორი კვირის თავზე, ლენონის სახლში, უეიბრიჯში, სანამ ჯონი გაღვიძებას ელოდებოდა. იგი იხსენებდა: „აუზთან ვიჯექი, გიტარით და დავიწყე მი-ში დაკვრა. სულ მალე რამდენიმე აკორდი მივიღე და, ვფიქრობ, სანამ გაიღვიძებდა, სიმღერა თითქმის მთლიანად დავწერე. ამიტომ სტუდიაში წავიღეთ და დავასრულეთ.“[4]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Mojo lists. Rocklistmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 21 August 2011.
  2. Fletcher, Tony (2000). Dear Boy. United States: Omnibus Press. ISBN 978-1-84449-807-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. ციტირების თარიღი: 8 May 2013. 
  3. Ames Carlin, Peter (2006). Catch a Wave. United States: Rodale, Inc., გვ. 88. ISBN 978-1-59486-749-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. ციტირების თარიღი: 8 May 2013. 
  4. 100 Greatest Beatles Songs: 25 – 'Here, There and Everywhere'. rollingstone.com. ციტირების თარიღი: 19 March 2015.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted